Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონი ემზადება ახალი სასწავლო წლის შესახვედრად

2012 წლის პირველი სექტემბრიდან, საზაფხულო შვებულებების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი სრული დატვირთვით შეუდგა ახალი სასწავლო წლისათვის მზადებას.
3 სექტემბერს გაიმართა პედაგოგიური კოლექტივის გაფართოებული თათბირი, სადაც დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძემ, კიდევ ერთხელ მოკლედ მიმოიხილა გასული სასწავლო წლის შედეგები და ხაზი გაუსვა ახალ სასწავლო წელს სკოლა-პანსიონის პრიორიტეტებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სასწავლო და აღმზრდელობითი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებით სრულყოფას. აღნიშნა, რომ ჩვენს სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსწავლეთა მობილობის პროცესი. მიმდინარე მონაცემებით, სკოლაში შემოვიდა 100-მდე მოსწავლე, მათ შორის 60-მდე პირველკლასელი. დაგეგმილია უფროს კლასებში (მე-9, მე-10, მე-11) პარალელური კლასების გახსნა, რაც უდაოდ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხის ამაღლებას. ქალბატონმა მაყვალამ სულით და გულით მიულოცა წარმატება იმ პედაგოგებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ.
სკოლა-პანსიონის დირეტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა პედაგოგები, მიულოცა მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი იმ პედაგოგებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები. მამა მირიანმა პერსონალურად დაინტერესდა სკოლა-პანსიონში მოსწავლეთა მობილობის საკითხით და ინდივიდუალურად განიხილა თითოეული მოსწავლის პირადი საქმე. აღნიშნა რომ, სკოლა-პანსიონისადმი დაინტერესება დიდია მაღალმთიანი აჭარის რაიონებსა და საინგილოში, საიდანაც ჩვენს სკოლა-პანსიონში სწავლის სურვილი უკვე გამოთქვა 25-მდე მოსწავლემ, რაც დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს ყველას. მამა მირიანმა ყურადღება გაამახვილა სკოლა-პანსიონის წინაშე მდგარ ამოცანებსა და პრობლემებზე, აღნიშნა, რომ ერთად დგომით და უფლის ნებით დავძლევთ ყველა სიძნელეს.
პედაგოგთა თათბირის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613890 
დღეს: 243 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.