Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პედაგოგთა აღიარება

დასრულდა 2012 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელშიც ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები ღებულობდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონში პედაგოგთა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი პროფესიონალიზმია. ეს ჩვენმა პედაგოგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და გაგვახარეს თავიანთი წარმატებებით მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე.
სკოლას-პანსიონის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად
უ ლ ო ც ა ვ ს
სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილეს ზოგადი განათლების დარგში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაყვალა ანთაძეს და დაწყებითი კლასების პედაგოგს ნინო ტაბატაძეს გამოცდების (პროფესიულ უნარ-ჩვევებში და საგანში) წარმატებით ჩაბარებას და სერთიფიკატის მინიჭებას.
გამოცდა პროფესიულ უნარ-ჩვევბში წარმატებით ჩააბარეს:
გუგული ზოიძემ (დაწყებითი კლასების პედაგოგი)
ბელა ოქრიაშვილი (დაწყებითი კლასების პედაგოგი)
ლელა ხომასურიძე (გალობის პედაგოგი)
მაკა გოგუაძე (ხელოვნების პედაგოგი)
ინაგა ჩადუნელი (ინგლისური ენის პედაგოგი)
ნინო ჯორბენაძე (ინგლისური ენის პედაგოგი)
თეა ქვრივიშვილი (ქიმიის პედაგოგი)
მზიური კოჩალიძე (ინგლისური ენის პედაგოგი)
გამოცდა საგანში წარმატებით ჩააბარა
ვიქტორია ხასიევამ (რუსული ენის პედაგოგი)
გიორგი მაჭარაშვილმა (ისტორიის პედაგოგი)
აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები მესამე წელია ტარდება და სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სერტიფიცირების შედეგად პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია.

მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ. ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება. მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარებენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა პედაგოგს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613885 
დღეს: 238 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.