Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის წარჩინებული მოსწავლეები ქობულეთის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

2012 წლის 1 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარჩინებული მოსწავლეები ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის მიწვევით ქობულეთის საზაფხულო ბანაკ "სამშობლოში" გაემგზავრნენ.

სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია და პირადად დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დიდ ყურადღებას აქცევს წარჩინებულ მოსწავლეთა გამოვლენას და მათ აღიარებას. ამ კატეგორიის მოსწავლეთათვის სკოლა-პანსიონში წახალისების სხვადასხვა ფორმები და მეთოდებია დანერგილი, რამაც უდაოდ შეუწყო ხელი მოსწავლეებში მოტივაციისა და აქტიურობის ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

ასე მოხდა ამჯერადაც. მეუფე დიმიტრის მიწვევით და მამა მირიანის ლოცვა კურთხევით, სკოლის 12-მა წარჩინებულმა მოსწავლემ (საუკეთესო სასწავლო რეიტინგის, კლასგარეშე და სკოლისგარეშე საქმიანობაში აქტიურად ჩაბმული მოსწავლეები) მოიპოვა უფლება 2 კვირით რესპუბლიკის სხვა მოსწავლეებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებთან ერთად დაისვენონ საზაფხულო ბანაკში. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ბანაკში განსხვავებული დღის განრიგი მოქმედებს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ეფუძნება. მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, სხვადასხვა ეკლესია–მონასტრების მოლოცვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთდ ჩაქვის გიმნაზიაში მამა მირიანის და ჩაქვის გიმნაზიის დირექტორის, დეკანოზ არჩილ ჩხარტიშვილის ხელშეწყობით დასასვენებლად გაემგზავრა პედაგოგთა ჯგუფი.

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და მათი მშობლები დიდ მადლობას უხდიან ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის და სკოლ-პანსიონის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს გამოჩენილი ყურადღებისათვის.

საინტერესო და შემოქმედებით დასვენებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.