Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა ავჭალაში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღე, სრულიად საქართველოს მრევლთან ერთად იზეიმეს

2012 წლის 7 ივლისს (წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები და თანამშრომლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლთან ერთად, საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, რომელიც აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გაემართნენ ავჭალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრისაკენ, რათა სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ მრევლთან ერთად აღენიშნათ იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღე.
წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II, საზეიმო წირვა სწორედ აქ, ავჭალაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში აღავლინა . ტაძარი, მისი მიდებარე ტერიტორია სავსე იყო მომლოცველებით, რომლებიც დიდი სიყვარულით ელოდნენ პატრიარქის გამოჩენას.
სახარების თანახმად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და იოანეს უწოდებდა.
ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო.
უზნეო საქციელის გამო უფლის წინამორბედი ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმინდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.
წმიდა იოანე ნათლისმცემლის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613870 
დღეს: 223 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.