Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-2ბ კლასის მოსწავლეების წარმატება მათემატიკურ ოლიმპიადაში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადაბში (დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე).
გაგვახარა წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის მე-2ბ კლასის (პედაგოგი: ქეთევან გაგოშიძე) მოსწავლეთა კიდევ ერთმა წარმატებამ მათემატუკურ ოლიმპიადაში.
მათემატიკის ოლიმპიადაში, ,,BG Generation 2012’’ ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გენერალური სპონსორია კავკასუს ონლაინი. ოლიმპიადა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონსა და თვითმმართველ ქალაქში. ტესტების შემოწმება მოხდა თანამედროვე, კომპიუტერული ტექნოლოგიით. ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს და თითქმის ყველა მონაწილემ გადალახა პირველი და მეორე ტური. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფინალურ ტურში. ესენი არიან მე-2ბ კლასის მოსწავლეები: რუსუდან ლაღიძე, მარიამ ქაფიაშვილი, საბა ჩიქოვანი.
გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 4 ივლისს, ოთხშაბათს, 13 საათზე, სასტუმრო D’ Plaza-ს საკონფერენციო დარბაზში. დაჯილდოების ცერემონია ძალზედ ლამაზად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და ფასდაკლების ბარათი უცხო ენის შემსწავლელ ცენტრში.
ანალოგიურ კონკურსებში მონაწილეობა უდაოდ უწყობს ხელს სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც პედაგოგის მიზანმიმართული შრომის შედეგს წარმოადგენს.
დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეულნი იყვნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე და პედაგოგი ქეთევან გაგოშიძე.
რუსუდანს, მარიამს, საბას ვულოცავთ ამ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613159 
დღეს: 154 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.