Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „არსიანი“ - ფოლკლორულ საღამოზე - „...აპირებს გათენებასა“

2012 წლის 30 ივნისს, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა ფოლკლორულ საღამოს - ....“აპირებს გათენებასა“, რომელშიც სხვა ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდა ჩვენი სკოლა-პანსიონის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი - „არსიანი“ (ხელმძღვანელი: დალი დაბრუნდაშვილი).
დარბაზში შეიკრიბნენ ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემლები, განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო, რომ მსმენელთა უმრავლესობას ახალგაზრდობა წარმოადგენდა.
სცენაზე გასული საუკუნის ორღობეები და შუკები იყო გაცოცხლებული. ფოლკლორული საღამოს რეპერტუარი მაღალ აკადემიურ დონეზე იყო აგებული. შესანიშნავად, გულშიჩამწვდომად მღეროდნენ ქალთა ფოლკლორული ანსამბლის, „ელეონის“ წევრები (ამ ანსამბლში დალი დაბრუნდაშვილთან ერთად, ჩვენი სკოლა-პანსიონის პედაგოგი, ლია სონღულაშვილიც მღერის). მრავალფეროვანი იყო თბილისის მერიის მე-20 ხელოვნების სკოლის ფოლკლორული ანსამბლის, „იარამაშაის“ გამოსვლა.
ჩვენი სკოლა-პანსიონის გოგონათა ანსამბლმა, „არსიანმა“ სპეციალურად ამ საღამოსათვის შეიძინა ძველი ქართული სამოსი, რომელიც მათ მიერ საუკეთესოდ შესრულებულ, ძველ ქართულ მელოდიებს კარგ ეფექტს მატებდა.
მართლაც, ერთი ამოსუნთქვით გაირბინა ერთმა საათმა. ალბათ საშუალება რომ ყოფილიყო, სიამოვნებით „დაგვათენდებოდა“ ყველას. ეს ქართული ჯიშის, ქართული გენის, ქართული მართლაც საგალობელი და ზეიმი გახლდათ.
დიდი მადლობა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელს, ორგანიზატორს, ქალბატონ დალი დაბრუნდაშვილს. ვუსურვებთ მას და მისი ანსამბლის წევრებს დიდ შემოქმედებით წარმატებებს.
საღამოს ესწრებოდა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, პედაგოგები და მშობლები.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613146 
დღეს: 141 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.