Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს

2012 წლის 22 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ნინოს სახელობის მე-4ა კლასის (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) მოსწავლეებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს.
დამთავრდა სასწავლო წელი. მე-4 კლასელებმა ჩააბარეს სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდები და ემშვიდობებიან თავიანთ პირველ მასწავლებელს. გამოსაშვები საღამოსთვისაც დიდი ხანია ემზადებოდნენ და შეეცადნენ ეს დღე ყოფილიყო ლამაზი და შემოქმედებითი.
საკანფერენციო დარბაზში მათ მოიწვიეს მშობლები, მასწავლებლები, თანატოლები. დამსწრეთ წარუდგინეს თავიანთი შემოქმედება - ერთმანეთს ცვლიდა ქართული ხალხური თუ თანამედროვე მელოდიები, ქართული ცეკვები თუ თანამედროვე რიტმები, ქართული პოეზიის უბრწყინვალესი ნიმუშები.
მოსწავლეები დალოცა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ ლამაზი საღამოსათვის. ამავდროულად დადებითად შეაფასა პედაგოგის, თინათინ ბლიაძის დაუღალავი შრომა. ბავშვებს შინაარსიანი დასვენება უსურვა და კურთხევა მისცა, რომ საზაფხულო არდადეგების განმავლობაში წიგნი არ დაივიწყონ.
საღამოს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.