Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-8 კლასის მოსწავლეები ექსკურიაზე კახეთში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-8, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კლასმა მოაწყო ექსკურსია მარშრუტით - წინანდალი, ალავერდი, იყალთო (კლასის დამრიგებელი ნინო ჯორბენაძე).
მოსწავლეები თავდაპირველად ულამაზეს წინანდალს ეწვივნენ და დატკბნენ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის სიმშვენიერით. აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. მეფე ერეკლემ უბოძა მას მამული ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე.
ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა.
წინანდლის მამული მემკვიდრეობით მიიღო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა პოეტმა, საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786—1846) იგი პეტერბურგში სამეფო კარზე გაიზარდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. მუსიკოსი და ხელოვნების მოყვარული.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ გადაწყვიტა 1835 წელს წინანდლის ახალი სახლისა და დეკორატიული პარკის მოწყობა.
შემდეგ ალავერდის მონასტერი მოილოცეს, რომელიც VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ალავერდის მოლოცვის შემდეგ იყალთოში გაემგზავრნენ, სადაც დაათვალიერეს და მოილოცეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ პედაგოგები: ნინო ჯორბენაძე, მაკა გოგუაძე, ლელა ჯანაშვილი, იოსებ აფაქიძე, გაიოზ ზანდარაშვილი, ქეთევან ყანდარელი, ირაკლი კუპატაძე, მოსწავლეთა მშობლები.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613115 
დღეს: 110 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.