Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა შემოქმედებითი ანგარიში საქართველოს პატრიარქს ,ილია მეორეს

2012 წლის 24 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში, მისი უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორის ესტუმრნენ დამის წინაშე შემოქმედებითი ანგარიშით წარსდგნენ.
ჩვენი სკოლა-პანსიონი სამი წლის წინ, სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით დაფუძნდა. ამ სამი წლის განმავლობაში სკოლამ ბევრი რამის გაკეთება შეძლო. წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ამავდროულად პროფესიული, საგანმანათლებლო პროგრამების განხოციელების უფლებამოსილება. დღეისათვის სკოლაში სწავლობს ოთხასამდე მოსწავლე, პანსინური მომსახურებით სარგებლობლობს 80-მდე მოსწავლე მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენი სკოლა-პანსიონი ერთადერთია საქართველოში, სადაც მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად, დიდი სიყვარულით ცხოვრობენ. სკოლას აქვს მუსიკალური მიმართულება, ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე გაერთიანებულია სხვადასხვა სახის მუსიკალურ წრეებში, სასწავლო საგნებთან ერთად მოსწავლეები ეუფლებიან ტიხრულ მინანქარს, ტანსაცმლის მოდელირებას, ხეზე მხატვრულ ჭრას და თექის წარმოებას.
„ჩვენ გამუდმებით ვგრძნობთ თქვენს დიდ ყურადღებას და ზრუნვას, ამ დიდი სიყვარულის ჩუქებისათვის, ამ სითბოსათვის, რომელსაც მთელი არდადეგების განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხეში თან გავიყოლებთ, მოწიწებით გიხდით მადლობას და გთვაზობთ ჩვენს მოკრძალებულ შემოქმედებას“ - ასეთი სიტყვებით მიმართეს ჩვენმა მოსწავლეებმა მის უწმიდესობას, რომელიც საპატრიარქოს ბაღში გამობრძანდა და შეხვდა იქ შეკრებილ ფართო საზოგადოებას, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. მის უწმიდესობასთან ერთად ბრძანდებოდნენ სასულიერო პირები და სტუმრები თურქეთიდან, იბერია მელაშვილის თაოსნობით ( იბერია მელაშვილი გახლავთ მუჰაჯირების შთამომავლის, თურქეთში მოღვაწე დიდ მამულიშვილის, აჰმედ მელაშვილის შვილი. აჰმედ მელაშვილი პირველი იყო იმ თურქეთელ ქართველთაგან, რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა თავიანთი იდენტობისა და ქართული თვითმყოფადობის დაბრუნებისთვის, დაიწყეს მძიმე შრომა, რომ თურქეთში მიმობნეული ქართველობა გამოეფხიზლებინათ და თავიანთ ფესვებთან დაებრუნებინათ).
ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ საკრავთა ჯგუფმა პატრიარქს წარუდგინეს თავიანთი მცირე შემოქმედება, უძველესი ქართული სიმღერები და საგალობლები: „თამარიო“, „ნეტარ არს კაცი“, „მადო ჩქიმი არაბა“, ლაზურ მოტივებზე „ჰეიამოლი“, კახური შაირები, „ამბობენ, რომ თამარ მეფე“, „სისატურა“. აჭარულ ჰანგებზე მოსწავლეებმა სახელდახელოდ განდაგანაც შეასრულეს. „ჩვენ, მოსწავლეები თვალნათლივ ვხედავთ ბევრი უძილო ღამეების შედეგად მიღწეულ შედეგს, რასაც ჩვენი სკოლა-პანსიონის ყველა პედაგოგი და უპირველესად სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ეწევა. მის გვერდით დგას ფოფოდია ნანა. ჩვენთვის, ყველასათვის ძვირფასი ადამიანი, რომელიც საპატრიარქოში მუსულმან ქართველებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს“ - უთხრეს მოსწავლეებმა პატრიარქს
კონცერტის შემდეგ სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა მის უწმიდესობას, სრულიად საპატრიარქოს, ჩვენს სკოლა-პანსიონზე დიდი ზრუნვისა და ყურადღებისათვის. მამა მირიანმა პატრიარქს სკოლა-პანსიონის კოლექტივი წარუდგინა: დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი, თამილა ფოლადიშვილი, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელები, დავით შანიძე, დალი დაბრუნდაშვილი, ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, ფორტეპიანოს კლასის პედაგოგები - ლიალია ბალანჩივაძე, სალომე ჯიქია, შორენა ებრალიძე (სამწუხაროდ, ტექნიკური მიზეზების გამო არ მოხერხდა პატრიარქისთვის წარგვედგინა მოსწავლეთა ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ფლეიტის კლასის შემოქმედება). მამა მირიანმა მადლობა გადაუხადა მათ და ყველა პედაგოგს გვერდში დგომისათვის და ერთსულოვნებისათვის.
კონცერტის შემდეგ პატრიარქმა დალოცა ჩვენი სკოლა, მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. კმაყოფილება გამოთქვა და ადამიანის აღზრდაში, ზოგადად მუსიკის როლზე გაამახვილა ყურადღება. შემდეგ მამაომ პატრიარქი მიიპატიჟა საგამოფენო დარბაზში, სადაც გამოფენილი იყო, პროფესიული განათლების სტუდენტთა და მოსწავლეთა ნამუშევრები (დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, პედაგოგები: ანა მაისურაძე, იოსებ ზანგალაძე, გიორგი ალუღიშვილი, მაკა გოგუაძე).
პატრიარქმა და თურქეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გამოფენა. სკოლა-პანსიონის სახელით, ნიშნად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, პატრიარქს საჩუქრად გადაეცა ხეზე ნაკვეთი „არწივი“(ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით) და თექაზე შესრულებული „ანგელოზი“.
საპატრიარქოს რეზიდენციიდან წამოსვლა და პატრიარქთან დაშორება არავის სურდა. თითოეულმა ჩვენთაგანმა მიიღო დიდი მადლი, სითბო და სიყვარული. „ჩვენთან არს ღმერთი“ - ბრძანა მისმა უწმიდესობამ, დიახ, ჩვენს გვერით უფალია. სადაც უფალია, იქ სიყვარული და სათნოება სუფევს.



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.