Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლეები მამა მირიანმა ბეთანიაში ექსკურსიით დააჯილდოვა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის მე-10 კლასის (დამრიგებელი ზურაბ გოგოლაძე) მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს წიგნის კვირეულის ფარგლებში გამართულ აქციაში: „ჩემი საჩუქარი სკოლის ბიბლიოთეკას“ და მთელს სკოლაში ყველაზე დიდი ოდენობით წიგნები შეაგროვეს. გამარჯვებული კლასი სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ექსკურსიით დააჯილდოვა ბეთანიაში.
ბეთანია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში.
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აგებული.
ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელიანების - საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.
XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
მოსწავლეები აღაფრთოვანა მონასტერში ნანახმა უძველესმა ფრესკებმა, განსაკუთრებით მოიხიბლნენ თამარ მეფის სახის ხილვით, სწორედ ამ ფრესკას უძღვნა გრიგოლ ორბელიანმა ლექსი - „შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა, ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა, ცრემლმორეული გემთხვევი ფერხთა! ...“
ბეთანიის შემდეგ მოსწავლეებმა მანგლისის სიონი მოილოცეს - ეს არის პირველი ეკლესია მანგლისში, რომელიც აშენდა IV საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში. XI საუკუნეშიმნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა: გაფართოვდა და დაემატა მოჩუქურთმებული ქვები, ასევე გამოუცვალეს პერანგი. 1850 წელს კვლავ შეაკეთეს, შიგნიდან კედლები შეათეთრეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ბევრი ფრესკა გაქრა.
მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც საკმაოდ ძნელი გასარჩევია. ასევე შემორჩენილია ფრესკების კვალი გუმბათის ყელში.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მოძღვარს ასეთი ლამაზი საჩუქრისათვის.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613111 
დღეს: 106 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.