Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ჩატარდა მშობელთა გაერთიანებული კრება

2012 წლის 20 ივნისს, საქართველოს საპტრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა გაერთიანებული მშობელთა კრება. მშობელთა კრებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექცია.
მშობელთა წინაშე სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ, მოხსენებით წარსდგა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძე, რომელიც დეტალურად შეეხო იმ საკითხებს, რაც წლის განმავლობაში იდგა სკოლა-პანსიონის წინაშე. „სკოლა, ოჯახი, ეკლესია“ - აი, ის ძირითადი სამი კომპონენტი, რომლის ერთობლივი მუშაობით მიიღწევა სასურველი შედეგი, რაც უპირველესად, ზნეობრივად სუფთა, სულიერად მდიდარი, ინტელექტუალური, მართლმადიდებელი ახალგაზრდა თაობის აღზრდას გულისხმობს. მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაც აუცილებელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უფრო მეტად სრულყოფისათვის და ამ პროცესში მშობელთა აქტიურ მონაწილეობას გაუსვა ხაზი. ისაუბრა იმ თვალსაჩინო წარმატებებზე, რასაც ჩვენი მოსწავლეები აღწევენ სკოლის გარეთ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში, შემოქმედებით ტურებსა და კონფერენციებში, ყოველივე ეს გამართული სასწავლო პროცესის და სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.
მშობლები დალოცა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც უპირველესად მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მთელი წლის განმავლობაში სკოლა-პანსიონთან თანამშრომლობისათვის, ისაუბრა იმ პრობლემების წინაშე, რაც სკოლა-პანსიონს აქვს გადასაჭრელი. ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის და შემოქმედებითი საქმიანობის ერთიანობაზე.
მშობელთა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ნავარაუდევია მე-8, მე-9, მე-10 კლასების გაყოფა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მშობელთა დიდი მოთხოვნისა, მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა-პანსიონი მიიღებს მხოლოდ 60-მდე პირველკლასელს. როგორც ყველა სკოლაში, ჩვენთანაც შეინიშნება მოსწავლეთა მოძრაობა, შემოსულია 40-მდე განცხადება მოსწავლის შემოყვანის შესახებ და 8 განცხადება სხვა სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით (ძირითადი მიზეზი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა).
მშობელთა კრებაზე დადგა ერთ-ერთი მტკივნეული, სწავლის გადასახადის გადახდის საკითხი, ასევე იყო საუბარი სოციალურად დაუცველ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების უფასო წესის განხორციელების შესახებ. მშობელთა მხრიდან დაისვა რამდენიმე საკითხი: სპორტული დარბაზის და სატრაპეზოს რემონტი. მშობლებმა ტ. ბერიძემ და შ. ირემაძემ მადლობა გადაუხადეს სკოლა-პანსიონის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს, დირექტორის მოადგილეს ზოგადი განათლების დარგში, მარიამ ანთაძეს, დირექციას, პედაგოგებს მათ შვილებზე დღენიადაგ ზრუნვისათვის.
განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია იმ ინფორმაციამ, რომ ნავარაუდევია, ჩვენი სკოლა-პანსიონის შემოქმედების წარდგენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წინაშე, როგორც დასტური იმ მადლიერებისა, რასაც თითოეული ჩვენი მოსწავლე და პედაგოგი განიცდის მისი უწმიდესობის უდიდესი ღვაწლის გამო.
ბოლოს მშობელთა კრება კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მშობლებმა ყველა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს შესაბამისი განმარტებები.
მშობელთა კრებას ასევე ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, განათლების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე, ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613182 
დღეს: 177 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.