Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში მოეწყო შეხვედრა ქალბატონ შუშანა ფუტკარაძესთან

საქართველოს საპტრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში პერიოდულად ეწყობა შეხვედრები ცნობილ და ღვაწლმოსილ პიროვნებებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც ქართულ, ეროვნულ საქმეს ემსახურებიან.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა 2012 წლის 21 ივნისს. ეს გახლდათ შეხვედრა მუჰაჯირი ქართველების მეტყველების გამორჩეულ მკვლევართან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ შუშანა ფუტკარაძესთან. ასევე ცნობილ ქართველ ენათმეცნიერთან, ბატონ ტარიელ ფუტკარაძესთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთან, ბატონ ჯემალ ფუტკარაძესთან. ქალბატონი შუშანა ფუტკარაძის ღვაწლისა და მისი დიდი ეროვნული საქმიანობის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. მართლაც, ვის არ წაუკითხავს ქალბატონი შუშანას „ჩვენებურების ქართული“. ამ წიგნში კარგად არის გადმოცემული თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების —მუჰაჯირთა შთამომავლების — მეტყველება ("მუჰაჯირი" არაბული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ემიგრანტს, გადახვეწილს). მუჰაჯირი ქართველები თავისიანებს ანუ იქაურ ქართველებს "ჩვენებურებს" ეძახიან. მათ კარგად აქვთ შენარჩუნებული როგორც ქართული თვითობა (იდენტობა), ასევე ქართული ენა. ნიკო მარის შემდეგ პირველად "ჩვენებურების ქართულის" მრავალი ნიმუში ჩაიწერა, რომელიც ვრცლად გამოიკვლია და გამოაქვეყნა პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ.
„სტამბოლის ქართული სავანე“ - ამ წიგნის პრეზენტაცია სულ ახლახან გაიმართა. ქალბატონი შუშანა გარკვეული პერიოდი მუშაობდა სტამბოლში, ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის არქივში. შეისწავლა და დაამუშავა ათასობით დოკუმენტური მასალა. დავიწყების მტვერი გადააცალა უცხო ქვეყნებში მოღვაწე ბევრი ქართველი მამულიშვილის სახელს. წარმოაჩინა მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონმა შუშანამ მეტად საინტერესო მასალებს მიაკვლია ქართველ მუსულმანთა ლეგიონზე, რომელიც 1914 წელს ტრაპიზონში შეიქმნა და რუსთაბატონობისაგან საქართველოს გამოხსნას ისახავდა მიზნად.
ქალბატონმა შუშანამ ვრცლად ისაუბრა თავისი სამეცნიერო კვლევების შესახებ. დამსწრეთ მოუთხრო საინტერესო დეტალები, ყურადღება გაამახვილა ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრებზე, ისაუბრა ცნობილ ქართველ მამულიშვილზე ახმედ მელაშვილზე, რომელიც როგორც ილია ჭავჭავაძე მუხანათურად, ეროვნული საქმისათვის თავდადების გამო, მოკლეს თურქეთში. ქალბატონმა შუშანამ სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა თავისი უნიკალური წიგნები: „ჩვენებურების ქართული“ და „სტამბოლის ქართული სავანე“.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ქართველი ენათმეცნიერი ბატონი ტარიელ ფუტკარაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მშობლიური, ქართული ენის ისტორიისა და აწმყოსეული პრობლემების შესახებ და სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკას მეტად მნიშვნელოვანი ლიტერატურა გადასცა საჩუქრად: „ქართველური მემკვიდრეობა“, „ქართული ენის ისტორია“ და „წელიწდეული“.
სიტყვით გამოვიდა და პედაგოგებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯემალ ფუტკარაძე.
მოწვეულმა სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სკოლა-პანსიონის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს მოწვევისათვის და იმ სულიერების ზიარებისათვის, რაც მათ განიცადეს ჩვენს სკოლა-პანსიონში სტუმრობით.
სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის სკოლა-პანსიონის დირექტორმა , დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც ქალბატონი შუშანას უდიდეს ღვაწლს გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა-პანსიონი, შეხვდნენ და დაესწრნენ მე-4ა კლასის მოსწავლეთა საკონცერტო რეპეტიციას (კლასის დამრიგებელი თინათინ ბლიაძე), დაინტერესდნენ ზოგადი განათლების საკითხებით, მოიხიბლნენ პროფესიული განათლების სტუდენტთა ნამუშევრების ხილვით.
გამოითქვა სურვილი, რომ ქალბატონი შუშანა კვლავ მოვიწვიოთ მოსწავლეებთან შესახვედრად.



      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613882 
დღეს: 235 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.