Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მე-8 კლასის მოსწავლეები გალაკტიონის ნატერფალებზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს უყვართ პოეზია. განსაკუთრებით თაყვანს სცემენ საქართველოს „პოეტების მეფეს“ - დიდი გალაკტიონის შემოქმედებას. ჩვენ ხშირად ვწერდით იმ პოეზიის საღამოების შესახებ, რომლებიც ტარდება ჩვენს სკოლაში. მათ შორის რამდენიმე ლამაზი საღამო გალაკტიონ ტაბიძის უკვდავი სტრიქონებით იყო გაჯერებული.
25 აპრილს მე-8 კლასის მოსწავლეები (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ფატი მუშკუდიანი, კლასის დამრიგებელი ნინო ჯორბენაძე), რომლებიც გალაკტიონის პოეზიის თაყვანისმცემლები არიან ეწვივნენ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს (შეგახსენებთ, რომ ამ კლასის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა სასკოლო კონკურსში, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა), სადაც შეხვედრა ჰქონდათ ცნობილ გალაკტიონოლოგთან, მწერალთან, საზოგადო მოღვაწესთან, პროფესორ ვახტანგ ჯავახაძესთან. მოსწავლეებმა ბატონ ვახტანგთან ერთად კიდევ ერთხელ გაიარეს ის ეკლიანი გზა, რაც დიდმა პოეტმა განვლო ჭყვიშიდან მთაწმინდის პანთეონამდე.
ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია გალაკტინოს პირადი ნივთების დათვალიერებამ. კიდევ ერთხელ მოისმინეს პოეტის განუმეორებელი ხმა: „ჯერ არასდროს არშობილა ასე ნაზი....“ თითოეული ჩვენთაგანი დიდ პოეტთან ერთად გულში ჩუმად ვჩურჩულებდით პოეტის უკვდავ სტრიქონებს. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს პოეტის პირადი ჩანახატები. გარინდულინი იდგნენ იმ ფანჯრასთან, საიდანაც ხშირად იცქირებოდა დიდი გალაკტიონი.
გაიმართა დიალოგი ბატონ ვახტანგთან, რომელმაც ამომწურავი პასუხები გასცა მოსწავლეთა შეკითხვებს. მუზეუმიდან გავემგზავრეთ იმ ადგილისაკენ, სადაც დიდმა პოეტმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა (ამჟამად იმ ადგილას პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლია აღმართული).
და ბოლოს, ყველამ ერთად პატივი მივაგეთ პოეტის ხსოვნას და ვეწვიეთ მამა დავითზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს.
დიახ, ეს ისეთი დღე იყო, რაც არასოდეს დაავიწყდებათ მოსწავლეებს: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“.
და მართლაც, კიდევ ერთხელ დავეთანხმეთ ყველანი ფრაზას: „როგორც ერთია ქვეყნად იორი, ისე ერთია გალაკტიონი“.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა კლასგარეშე მუშაობის კოორდიანტორი რუსუდან რევაზიშვილი.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613338 
დღეს: 333 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.