Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები პატარა ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიის საღამოზე

„პოეზიის დიდ შარაგზას - ფეხაკრეფით მივყვებიო“ - გაიცანით ამ სტრიქონების ავტორი, პატარა 12 წლის ბათუმელი ვაჟი ნიკა (ნიკოლოზ) ფუტკარძე. ის არ არის ჩვეულებრივი ბავშვი, ის ლექსის ენით მოსაუბრე და მოაზროვნე გახლავთ.
27 აპრილს პატარა ნიკოლოზის პოეზიის საზიარებლად მიიწვიეს ჩვენი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ ''იკაროსში'', სადაც გაიამრთა ნიკას ახალი პოეტური კრებულის „წვეთავს ნატვრებიდან პოეზია“ -პრეზენტაცია.
ნიკა (ნიკოლოზ) ფუტკარაძე დაიბადა 2000 წლის 12 თებერვალს ბათუმში. სწავლობს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-6 კლასში. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ შემოქმედთა და ორგანიზაცია „კავკასიონის“ ლიტერატურული კლუბების წევრია. ავტორია ლექსების კრებულის „მზე გამინათებს მწვანე ბილიკებს“. 2009 წელს ეკოლოგიის თემაზე გამოცხადებულ საგაზეთო კონკურსში წარმატებული დებიუტისათვის დააჯილდოეს სპეციალური სიგელით და პიფის პრემიით. 2011 წელს „პოეზიის დღე - შოთაობაზე“ დააჯილდოეს სპეციალური სიგელით, როგორც ყველაზე პატარა მონაწილე. 2011 წელსვე გახდა ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავები“ დიპლომანტი. ცეკვავს ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „ხელოვანში“, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ დაჯილდოებულია პირველი ხარისხის დიპლომით, ასევე სხვადასხვა ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს მედლები და დიპლომები, უყვარს გიტარაზე დაკვრა.
მსმენელი გაგვაოცა ამ პატარა ქართველი ბიჭის სულიერმა სამყარომ, მისმა პოეტურმა აღმაფრენამ, სიმაღლეებისაკენ სწრაფვის სურვილმა. მისი შთაგონების წყარო სამშობლო საქართველო და მისი ულამაზესი და უმშვენიერიესი კუთხე აჭარაა. იქ, აჭარის მთებში იალაღებზე გატარებული დღეებია...“ღამის მუზას ვუწოდებ მთვარეს, წინადადებებს ვქსოვ მისი სხივით, ეს პოეზია ჰგავს ლამაზ ღამეს, მისი ლექსები ხატავენ ნატვრებს.“
პოეზიის საღამოს ცნობილი პოეტები და პიროვნებები ესწრებოდნენ. პატარა ნიკას გზა დაულოცეს პოეტებმა: ბელა ქებურიამ, ირაკლი საღლიანმა, რამაზ ბერიძემ, დალი ყარაულაშვილმა, თამარ ბართაიამ. „დედაო ღვთიასავ, გთხოვ გზა გვიჩვენო ცოდვილ სულების გადასარჩენად“ - ამბობს ნიკოლოზი. გვჯერა , ის ღირსეული გამგრძელებელი იქნება ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის მადლიანი პოეზიისა.
საღამოს დიდი მადლი შესძინა ჩვენი სკოლა-აპნსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის მონაწილეობამ. მან დალოცა პატარა ნიკოლოზი, გზა დაულოცა მას პოეზიის დიდ, ნათელ და ამავდროულ ეკლიან გზაზე. აღნიშნა, რომ ბავშვი, რომელიც ნატრობს „რაინდ წინაპრებს“ აუცილებლად, ღვთის მადლით წარმატებული იქნება. მამაომ ასევე გაიხსენა აჭარაში მოღვაწეობის წლები და მოიწვია ნიკოლოზი ჩვენს სკოლა-პანსიონში.
საღამოს ესწრებოდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ჩვენს სკოლაში პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ და ნიკას განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ ხულოელი, შუახეველი, ქედელი, ხელვაჩაურელი, ბათუმელი, ქობულეთელი ბავშვები.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ ''იკაროსის'' დირექტორს ბატონ მათე ტაკიძეს მასპინძლობისათვის.
საღამოს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
წარმატებას გისურვებთ ნიკოლოზ, უფალი იყოს შენი შემწე და მფარველი!



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613856 
დღეს: 209 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.