Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში 23 აპრილს სააღდგომო არდადეგების შემდეგ კვლავ განახლდა სასწავლო პროცესი


საქართელოს სააპტრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 23 აპრილს სააღდგომო არდადეგების შემდეგ კვლავ განახლდა სასწავლო პროცესი.
კვლავ ახმაურდა სკოლა-პანსიონი. ყველას, სრულიად საქართველოს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქრისტე აღსდგა!
გთავაზობთ მცირე ამონრიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლედან:
„თუ გსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოიპოვო (და თანაც მარადიულად), სასუფეველი ღმრთისა უნდა ეძიო, – ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას უნდა ესწრაფვო, რადგან “სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა” (რომ. 14,17), – აი, ეს უნდა დავიმახსოვროთ.
ჩემო საყვარელო შვილებო, ძენო და ასულნო ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივკურთხეული ივერიისა: კახელნო და აფხაზნო, აჭარელნო და თუშნო, ჰერნო და სვანნო, ოსნო და მთიელნო, მეგრელნო, გურულნო, სამაჩაბლოსა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნო, ყოველნო ჩვენნო თანამემამულენო, მაშ, შეიყვარეთ სიმართლე და მშვიდობა, განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი და ემსახურეთ ჭეშმარიტებას, რომ “სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს” თქვენს შორის (რომ. 8,4).
ჯოჯოხეთის დამსხვრეულ ბჭეთა ზედა ამაღლებული და არამიწიერი ნათლით მოსილი, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვიხმობს, რათა მისი მადლით განმართლებულნი, ვითარცა ფინიკნი, აღვყვავდეთ და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განვმრავლდეთ”.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.