Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე აღნიშნეს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“ - ამბობდა პოეტი 9 აპრილის დღეებში, დიახ, 23 წლის წინ მრავალტანჯულ საქართველოს სულსა და სხეულს სამუდამოდ დააჩნდა კიდევ ერთი მძიმე ჭრილობა, როდესაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილე ახალგაზრდები მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სამშობლოს მთლიანობა, ერთიანობა, თავისუფლება სურდათ და გულისწადილი საჯაროდ, ხმამაღლა, მსმენელის გასაგონად გამოხატეს.
სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონებას მიეძღვნა მოსწავლეთა კონფერენცია, რომელიც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამრის სახელობის სკოლა-პანსიონში. თავდაპირველად კონფერენციის დაწყების წინ მოსწავლეები დალოცა და ლოცვა-კურთხევა მისცა სკოლა-პასნიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. ყვავილებით, ხატებით, სანთლებით სავსე საკონფერენციო დარბაზს ერთდროულად დაჰკრავდა სევდისა და იმედის ფერი.
მონიტორიდან იღვრებოდა უკვდავი ჰანგები - „შავლეგო“ და „ჩემო კარგო ქვეყანავ“. კონფერენცია გახსნა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა რუსუდან რევაზიშვილმა.
მე-10 კლასის მოსწავლე თეონა მუმლაძე ზოგადად შეეხო თავსიუფლების, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის თემას: „თუ ღმერთი შენსკენაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინაა შენს წინააღმდეგ?“
ლიკა სისაურმა, მარიამ ალთუნაშვილმა და ეთერ ნებიერიძემ (მე-10 კლასი) წარმოადგინეს პროექტი 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც დატვირთული იყო შესანიშნავი დოკუმენტური მასალებით და მთლიანად ასახავდა 9 აპრილის მიმდინარე მოვლენებს.
ვიდეო მასალის ფონზე ელენე ჩუგოშილმა (მე-10 კლასი) 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალის ქალბატონ ლელა ვეფხვაძის წერილი წაიკითხა.
ქართული პოეზია გაჯერებულია 9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ლექსებით, რომლებიც წაიკითხეს ნინო ნებიერიძემ, ნათია მიქაძემ (მე-7ა კლასი), თამარ ბერიძემ, თამარ სამხარაძემ, ლუკა ლომსაძემ (მე-8 კლასი),
„წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს, შენი ცხრა შვილის, ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე, სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.“
„თქვენ საქართველოს სიყვარულში დაილეწენით, თქვენ ღმერთში დარჩით, თქვენ ვაზში ხართ, როგორც ლერწები“,
„უიარაღოს იარაღით როცა ებრძვიან, ეს იმას ნიშნავს ძლიერი ხარ უიარაღოდ“.
მოსწავლეებს ყურადღების მიღმა არც 9 აპრილის მოვლენებზე გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა აზრების მიმოხილვა გამორჩენიათ და ქეთევან სამხარაძემ (მე-10 კლასი) დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. ბოლოს ჯემალ სეფიაშვილის უკვდავი სიმღერის ფონზე „ვაჩუქოთ ერთამნეთს ტიტები“ დარბაზში 20 სანთელი აინთო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
კონფერენციამ აუღელვებელი არავინ დატოვა. დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძემ გაიხსენა საქართველოს ისტორიის უმძიმესი პერიოდები და 9 აპრილის ისტორიულ მნიშნელობას გაუსვა ხაზი. დებატებში ჩაებნენ პედაგოგები გიორგი მაჭარაშვილი, გაიოზ ზანდარაშვილი და თამარ ხარატიშვილი. მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს წინაპართა ხსოვნის არდავიწყებისათვის და მართლაც ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს „ვისი გორისანი“ ვართ და მათ ტრადიციებზე უნდა აღიზარდოს სრულიად საქართველო.
1989 წლის 24 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებდა: „დღეს არის ჩვენი გლოვა და სულის ზეიმი.
დღეს არის 9 აპრილის ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლება. მრავალგზის უნახავს განსაცდელი საქართველოს, მრვალგზის შემოსევია მტერი საქართველოს, მრავალჯერ უნდოდათ გადაეტეხათ წელში საქართველო, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩვენი მფარველი იყო და მარად იქნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, რომლის წილხვედრია ღვთივკურთხეული საქართელო“.
პატრიარქის ასეთი ბრძნული ქადაგებანი საწინდარი იყო და კვლავ იქნება ქართველების სულიერი მხნეობისა.
საღამო დასრულდა, თითოეულ ჩვენთაგანს დაუტოვა საფიქრალი და იმედი, რომ ეს თაობა ნამდვილად შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და კვლავ დაგვიდგება თამარის „ოქროს ხანა“.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613348 
დღეს: 343 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.