Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიოანის მოსწავლეები სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისზე ახლადშექმნილ ხატთან - „საქართელოს იმედი“

2012 წლის 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში ახლადშექმნილ ხატთან „საქართველოს იმედი“ პარაკლისი გადაიხადა.
„საქართველოს იმედი“-ის ხატის შექმნაში სრულიად საქართველოს მრველი იღებდა მონაწილეობას და მათ შორის მცირეოდენი წვლილი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს, თანამშრომლებს და ჩვენი წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის მრევლსაც მიუძღვის.
მომლოცველებთან ერთად პარაკლისს ესწრებოდნენ ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები. ემოციის გარეშე ვერ მოუსმენდი ჩვენი მოსწავლეების გალობას, რომლებმაც ურთულესი საგალობლები („ღირს არსი“, „წმიდა თამარ მეფის ტროპარი“, „წმიდაო ღმერთო“) შეასრულეს და დიდი სითბოთი უგალობეს „საქართველოს იმედს“.
მართლაც, როდესაც უყურებ ამ გულანთებულ, სანთლებით ხელში მომლოცველ თაობას კიდევ ერთხელ გიმტკიცდება იმედი, რომ საქართველო მართლაც გაბრწყინდება და შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას. ეს ახალგაზრდა თაობა ღვთის შეწევნით ნამდვილად მოახერხებს საქართელოსთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და როგორც ჩვენმა მოძღვარმა მამა მირიანმა აღნიშნა საქართველოს კვლავ დაუდგება თამარის „ოქროს ხანა“.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, მუსიკალური მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე.
გილოცავთ დამდეგ ხარების და ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულებს.
ღვთის სიყვარული და მფარველობა არ მოგკლებოდეთ.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613872 
დღეს: 225 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.