Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გაიამრთა ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია

2012 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია.
ელექტრონული ჟურნალის შექმნაზე, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მუშაობდა პედაგოგი ირაკლი გულედანი.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეები, პედაგოგები, მოსწავლეები.
პრეზენტაცია გაიმართა სკოლა-პანსიონის საკონფერენციო დარბაზში. თავდაპირველად დამსწრე საზოგადოებას სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ წარუდგინა ანგარიში 2011 წელს სკოლა-პანსიონში გაწელი მუშაობის შესახებ. ანგარიშში დეტალურად იყო ასახული სკოლის სხვადასხვა მიმართულებების მიერ გაწეული მუშაობა და საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე. საქმისადმი ასეთი მიდგომა და საჯაროობა კიდევ ერთი ნაბიჯია მშობელთა საზოგადოებასთან დასაახლოებლად.
ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია (ავტორი ირაკლი გულედანი) შინაარსიანად წარიმართა. პედაგოგმა დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ელოქტრონული ჟურნალის დანიშნულება და მისის გამოყენების მეთოდები. ელექტრონული ჟურნალი არის თანამდროვე სტანდარტებზე გათვლილი ინფორმაციის მიღების საუკეთესო გზა. თვალსაჩინოს და გამჭირვალეს გახდის მასწავლებლის და მოსწავლის მშობლის ყოველდღიურ ურთიერთობას, რაც უდაოდ შეუწყობს ხელს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვას და აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
პედაგოგმა უპასუხა მშობელთა შეკითხვებს, საინტერესო წინადადებები დააყენა და აზრი გამოთქვა მშობელმა, ქალბატონმა ტატიანა ბერიძემ.
სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ პედაგოგს ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონული ჟურნალის შექმნაში, განსაკუთრებით მის ავტორს ირაკლი გულედანს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს (პრესამსახური) დარინა დავითაძეს გაწეული დახმარებისათვის.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა განათლების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელექტონული ჟურნალის ავტორს ირაკლი გულედანს. მან დამსწრე საოგადოების მოსაზრება და მადლიერება გამოხატა სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის მიმართ, რომელიც უპირველესი მხარდამჭერი და დამხმარეა სკოლაში განხორციელებული ყოველგვარი სიახლისა.
თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძემ და სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორმა თამილა ფოლადიშვილმა.
პრეზენტაციაზე მოწვეული იყო თბილისის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დირექტორი ბატონი მამუკა თედიაშვილი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდიანტორი ნინო ცეცხლაძე.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613866 
დღეს: 219 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.