Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი ფესტივალზე - „მომავლის ვარსკვლავები“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ზოგად განათლებასთან ერთად მოსწავლეები ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას (ფორტეპიანო, ვიოლინო, ხალხური საკრავები, ხალხური საგუნდო და საეკლესიო გალობა. ჩვენთან თითქმის ყველა მოსწავლე, მღერის, უკრავს ან ხატავს).
2012 წლის 25 მარტს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი, სკოლა-პანსიონის მუსიკალური მიმართულების კოორდინატორი თამარ ფოლადიშვილი) მონაწილეობა მიიღო საქართელოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვნები მომავლისათვის“ - ინიციატივით გამართულ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის (ხელოვნების) რესპუბლიკურ (საერთაშორისო) ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“, რომელიც საფესტივალო პროექტ „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ ფარგლებში გაიმართა. ფესტივალს მასპინძლობდა ქ. თბილისის მერი რევაზ ლაღიძის სახელობის მე-4 ხელოვნების სკოლაში.
ფესტივალი მაღალ აკადემიურ დონეზე მიდინარეობდა. ჩვენმა გოგონათა ანსამბლმა შეასრულა სამი უძველესი ქართული ხალხური სიმღერა: „სამგორის მინდორზედა“, „კახური შაირები“, „დელი დელა“, „გურული შაირები“, გოგონათა გამოსვლამ მაყურებელთა და ჟიურის აპლოდისმენტები დაიმსახურა. ოფიციალური შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ საფესტივალო კონცერტში კონცერტმაისტერის სტატუსით მონაწილეობდა სკოლა-პანსიონის საფორტეპიანო კლასის პედაგოგი შორენა ებრალიძე.
კონცერტს ესწრებოდნენ მშობლები, პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ სკოლა-პანსიონის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს, რომელმაც მიუხედავად ფრიად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, გამონახა დრო დასწრებოდა ჩვენი, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლას.
„მომავლის ვარსკვლავებო“ - ბედნიერი ყოფილიყოს პირველი ნაბიჯები თქვენი ხელოვნების რთულ და საპატიო გზაზე.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613330 
დღეს: 325 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.