Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

დაუვიწყარი დღე წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-2გ კლასის მოსწავლეთათვის


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ყველა კლასი წმიდანის სახელს ატარებს და აღნიშნავს მისი ხსენების დღეს.
2012 წლის 25 მარტი ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებული ეკლესია ავტოკრფალიის აღდგენას აღნიშნავს. 1917 წელს, ძველის სტილით 25 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე 25 მარტს ჩვენი დედაეკლესია წმიდა დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
2გ კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნინო ტაბატაძესთან ერთად სვანეთის უბანში მდებარე დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.


პარაკლისის შემდეგ კი პატრიარქმა მრევლი დალოცა და ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე მიულოცა.

მოსწავლეებმა მოილოცეს ტაძარი, იგალობეს წმიდა დემეტრე თავდადებულის ტროპარი, იასუბრეს წმიდანის მოწამეობრივ ცხოვრებაზე. მათ კარგად იციან დემეტრე მეფის ღვაწლი საქართველოს წინაშე:
„ წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული კეთილმსახური მეფე თამარის შვილთაშვილი იყო. სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას – დღისით ცდილობდა განეახლებინა ეკლესია–მონასტრები, გაემაგრებინა ციხეები (დღევანდელი მეტეხის ტაძარი სწორედ დემეტრეს მეცადინეობით არის აგებული!), ხოლო ღამით ჩვეულებად ჰქონდა ქალაქში გასვლა და გლახაკთა, დავრდომილთა და ობოლთა განკითხვა.
...როდესაც დემეტრეს უხმეს ყაენის კარზე, გასაგები გახდა – თუ არ ეახლებოდა, მონღოლები საქართველოზე გამოილაშქრებდნენ. დემეტრემ საკუთარი თავი გაწირა და სამშობლო გადაარჩინა აოხრებას.
მადლიერმა ერმა დემეტრეს „თავდადებული“ უწოდა.“
ტაძრის მოძღვარმა მამა მალხაზ ყიფიანმა თავის ქადაგებაში განსაკუთრებით მოიხსენიაჩ ვენი სკოლის მოსწავლეები, დალოცა ისინი, მიულოცა მათ წმიდა დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე და წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ჩვენი სკოლა-პანსიონისათვის სპეციალური პარაკლისი აღავლინა, სადაც დიდი პატივისცემით მოიხსენია სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, პედაგოგები და განსაკუთრებით წმიდა დემეტრე თავდადებულის სახელობის მე-2გ კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ საღვთო სჯულის პედაგოგი იოსებ აფაქიძე, გალობის პედაგოგი ლელა ხომასურიძე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის და წმიდა დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეს.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.