Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სტუმრად ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ სალონში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე პედაგოგთა და მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად მიწვეული იყო ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ სალონში „საგულისონი“ (აღნიშნულ ბიბლიოთეკასთან, მის ლიტერატურულ სალონთან და მის ხელმძღვანელთან შესანიშნავ ქალბატონ ცისანა ქოჩეჩაშვილთან ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს). ლიტერატურული სალონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ლიტერატურულ და თბილ ღონისძიებებს.
ამჟამად, 23 მარტს სალონში საზოგადოება ხვდებოდა ახალგაზრდა, დამწყებ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ მწერალს ალექსანდრე ჯავახიას, რომელიც გამოირჩევა თავისი ალტერნატიული მოსაზრებებით, საფიქრალი ლექსებით, თავისუფლებაზე ოცნებით და ზოგადად განსხვავებული ხელწერით. მისი მეგობრები სიამოვნებით კითხულობდნენ მის მის ლექსებს, ჩანახატებს. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ ლექსი გალაკტიონ ტაბიძეზე „...რადგან მეოცემ ჩვენ გვაჩუქა გალაკტიონი“. ჩვენ გავიცანით 13 წლის თბილისელი გოგონა ლელა თოთაძე, რომელმაც წაგვიკითხა როგორც ალექსანდრეს, ასევე თავისი შესანიშნავი ლექსები. შეკრებილთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოძღვრის მამა მირიანის დალოცვა და მისი მიმართვა საზოგადოებისადმი. მოძღვრის სიტყვებმა, მისმა ქრისტიანულმა ქადაგებამ ბევრ რამეზე დააფიქრა იქ შეკრებილი ახალგაზრდობა.
ქრისტესმიერი ყოფილიყოს ყველა დამწყები, ჭეშმარიტი შემოქმედის ცხოვრების გზა.



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613114 
დღეს: 109 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.