Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ინტელექტუალურ რაიონულ კონკურსზე „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერო და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია იმართება ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, რომელმაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი წელს პირველად ჩაება აღნიშნულ კონკურსში და სკოლაში წარმატებით ჩატარდა შიდა სასკოლო ტური. გამარჯვებული გუნდი გახდა „მეფე თამარი“.
22 მარტს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდი (ელენე ჩუგოშვილი გუნდის კაპიტანი, ქეთევან სამხარაძე, ნოდარ გინტური, მარიამ ალთუნაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, ანი გარსევანიშვილი, რომან აბაშიძე) სარაიონო ეტაბზე შეხვდა ქ. თბილისის 191-ე საჯარო სკოლის გუნდს „სტიქაროსნები“ (აღსანიშნული სკოლის გუნდი ამ კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებიან). კონკურსმა მეტად მეგობრულ და თბილ გარემოში ვითარებაში მიმდინარეობდა, მიუხედავად მღელვარებისა მოსწავლეებმა ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა გამოამჟღავნეს. გუნდს ამხნევებდა ე.წ მხარდამჯერთა ჯგუფი, ეს გახლდათ ჩვენი სკოლა-პანსიონის ვაჯთა გუნდი, რომლებმაც იგალობეს „შენ ხარ ვენახი“ და ხალხური სიმღერით „მადო ჩქიმი არაბა“ გაამხნევეს ჩვენი მონაწილენი (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით სკოლა-პანსიონის მუსიკალური მიმართულების კოორდინატორს თამარ ფოლადიშვილს და ვაჟთა ფოლკლორული გუნდის ხელმძღვანელს დავით შანიძეს), მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისის გაიტანა და „სტიქაროსნებმა“ რამდენიმე გუნდით წინ გაუსწრეს „მეფე თამარის“ გუნდს.
მიუხედავად ამისა ჩვენი სკოლის გუნდმა დააგროვა ქულათა ის რაოდენობა (17), ჩვენც შევძელით გადავსულიყავით შემდგომ ეტაპზე.
წინ დიდი სამუშაო გველის, შემდგომი ეტაპი უფრო რთული და საპასუხისმგებლოა, რაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული გუნდის თითოეულ წევრს და დავიწყეთ მზადება ახალი ეტაპისათვის.
მადლობა გვინდა გადაუხადოთ საღვთო სჯულის პედაგოგს იოსებ აფაქიძეს. კონკურსს ესწრებოდნენ კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, მუსიკალური მიმართულების კოორდინატორი თამარ ფოლადიშვილი.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის გუნდს „მეფე თამარს“ და ასევე 191-ე საჯარო სკოლის გუნდს "სტიქაროსნებს".



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613886 
დღეს: 239 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.