Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერის“ პირველი ტური

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერის“ პირველი ტური.
მათემატიკურ ოლიმპიადას ატარებს ღირსი მამა გიორგი მთაწმიდელის გორის გიმნაზია. ოლიმპიადა ტარდება დაწყებითი საფეხურის მე-2, მე-6 კლასის მოსწავლეთათვის.
ოლიმპიადის მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის გაზრდა და ინტერესის გაღვივება, ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილების შეძენა, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახლოება, თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. ოლიმპიადა ტარდება სამ ტურად: პირველი - შესარჩევი ტური ტარდება სკოლა-პანსიონში, მეორე - ნახევარფინალური ტურიც ტარდება სკოლა-პანსიონში, მესამე - ფინალური ტური კი ჩატარდება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში. ფინალურ ტურში გადადის თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასი) საუკეთესო შედეგის მქონე მაქსიმუმ ხუთი მოსწავლე. დაჯილდოვდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები, გამარჯვებული სკოლა და გამარჯვებულ მოსწავლეთა მასწავლებლები. მათ გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.
19-20 მარტს ჩვენს სკოლა-პანსიონში ჩატარდა ოლიმპიადის პირველი ტური. კონკურსმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე ტურში გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც მაქსიმალური ქულის 60% და მეტი დააგროვეს. მე-2ა კლასი (პედაგოგი ეკატერინე ხეჩუაშვილი) მეორე ტურში გადავიდა 10 მოსწავლე, მე-2ბ კლასი (პედაგოგი ქეთევან გაგოშიძე) გადავიდა 12 მოსწავლე, მე-2გ კლასი (პედაგოგი ნინო ტაბატაძე) გადავიდა 12 მოსწავლე, მე-3ა კლასი (პედაგოგი ქეთევან მოსულიშვილი) გადავიდა 8 მოსწავლე, მე-3ბ კლასი (პედაგოგი ბელა ოქრიაშვილი) გადავიდა 13 მოსწავლე, მე-4ა კლასი (პედაგოგი თამარ ბლიაძე) გადავიდა 8 მოსწავლე, მე-4ბ კლასი (პედაგოგი ნინო ჩუბინიძე) გადავიდა შვიდი მოსწავლე, მე-5ა კლასი (პედაგოგი ქეთევან ყანდარელი) გადავიდა 5 მოსწავლე, მე-5ბ კლასი (პედაგოგი ქეთევან ყანდარელი) გადვიდა 4 მოსწავლე, მე-6ა კლასი (პედაგოგი შორენა ოქრიაშვილი) გადავიდა 5 მოსწავლე, მე-6ბ კლასი (პედაგოგი ქეთევან ყანდარელი) გადავიდა 3 მოსწავლე.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად კონკურსი ჩატარდა პირობების სრული დაცვით და მოსწავლეებმა ნაყოფიერად იმუშავეს.
აღნიშნული კარგი შედეგი უდაოდ არის ჩვენი პედაგოგების და მოსწავლეთა ერთობლივი შრომის შედეგი.
კონკურსის მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე.
ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს შემდგომ ეტაპზე წარმატებებს!!!



      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.