Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა კარგად იციან ერთმანეთის დახმარების და ერთმანეთისადმი მხარში დგომის ფასი.
„ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის გავცემთ, მოპოვებულია; ყველაფერს, რასაც ღვთის სახელით გავცემთ, ასმაგად აგვინაზღაურდება; ყოველივეს, რასაც ადამიანებისაგან უფლის სახელით მივიღებთ, სიხარულს მოგვანიჭებს; სხვებისთვის ქველმოქმედებით ჩვენი თავისთვისაც ვქველმოქმედებთ. არ არსებობს დედისა და ბავშვის ღიმილზე უფრო ლამაზი ღიმილი; არ არსებობს იმ დიდსულოვნებაზე უმშვენიერესი ღიმილი, რომელიც ქველმოქმედებას ფარავს. ადამიანებისთვის იაფფასიანი ქველმოქმედებით შეგვიძლია, ფასდაუდებელი ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ.”
17 მარტს თბილისის არტ-ჰოლში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი „გადავარჩინოთ ლუკა“, რომელშიც სხვა ცნობილ მომღერლებთან, მოცეკვავეებთან, მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად ჩვენი სკოლა-პანსიონის ვაჟთა გუნდი (ხელმძღვანელი დავით შანიძე, მუსიკალური მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი) მონაწილეობდა. კონცერტი სწორედ ჩვენი ვაჟების გამოსვლით გაიხსნა: „მადო, ჩქიმი არაბა“ ვაჟკაცურად შემოსძახეს ყმაწვილებმა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურიეს.
საქველმოქმედო კონცერტი ორი წლის ლუკა ლომიძის დასახმარებლად გაიმართა, რომლის სიცოცხლე ღვთის შემწეობით და ჩვენი დახმარებით შეიძლება გადარჩეს.
აქციას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც შეიტანეს მცირედი წვლილი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ სკოლა-პანსიონის თანამშრომელი ლაზარე ვარდუკაძე მეგობრებთან ერთად.
საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში კახაბერ ვარდუკაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, მუსიკალური მიმართულების კოორდინატორი თამარ ფოლადიშვილი, ეკონომიკური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ჯიმშერ არძენაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ პატარა ლუკას და შეგახსენებთ, რომ თანხის გადარიცხვა შესაძელებელია „საქართველოს ბანკში“ ზურაბ ლომიძის სახელზე (ლუკას მამა) ანგარიშის ნომერზე GE37 BG00 0000 0887 2735 00.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613165 
დღეს: 160 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.