Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები „ბორჯღალოსანთა“ მხარდასაჭერად

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები 17 მარტს სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს, რათა ღირსეულად ეგულშემატკივრათ რაგბის ეროვნული გუნდისათვის „ბორჯღალოსნებისათვის“ მეტად მნიშვნელოვან მატჩში.
მატჩი ფრიად საინტერესოდ წარიმართა და ჩვენ მომსწრე გავხდით დიდი სპორტული სანახაობისა, სადაც გაიმარჯვა გუნდურობამ, ვაჟკაცობამ და მიგვაჩნია, რომ ყველაფერ ამაში მცირეოდენი წვილი გულშემატკივრებმაც შეიტანეს.
25 ათასი მაყურებლის მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა “ბორჯღალოსნებმა”, მეტოქეს პირველსავე წამებიდან შეუტიეს.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე რეკორდული სხვაობით - 46 ქულით დაამარცხეს – 46:0. თანაც, აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ რუსებს ქულაც კი არ აეღოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებმა 6 ლელო დადეს, მათ პრემიალური ქულაც მიიღეს და მოგებისთვის 5 ქულა ჩაეწერათ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს და მას სპეციალური პრიზიც გადაეცა.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ რაგბის კავშირის პრეზიდენტს ბატონ გია ნიჟარაძეს, რაგბის ფედერაციას, რომლებმაც ჩვენს სკოლას გამოუყვეს 40 ბილეთი და შესაძლებლობა მოგვცეს დავსწრებოდით ამ მართლაც ისტორიულ სანახაობას.
მატჩს მოსწავლეეებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
ეს ერთი გამარჯვება და კიდევ სხვა მრავალი!!!



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613159 
დღეს: 154 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.