Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ჩატარდა დასკვნითი გამოცდები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების I საფეხურზე

2011 წლის 11 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს მიენიჭა ავტორიზაცია ზოგადი განათლების სამივე და პროფესიული განათლების I, II და III საფეხურებზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა.
2011-2012 სასწავლო წლიდან სკოლა-პანსიონში დაიწყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტისა და სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის I საფეხურზე, ხოლო თექის ხელოსნისა და მემინანქრის III საფეხურზე სტუდენტთა მიღება. კეთილმოეწყო სახელოსნოები, სასწავლო აუდიტორიები.სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან სპეციალობებს, გადიან სასწავლო პრაქტიკას და ისმენენ სპეცილურ სალექციო კურსს, რომელსაც მოწვეული პროფესიონალი პედაგოგები უკითხავენ. სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენები ხშირად ეწყობა როგორც ჩვენს სკოლა-პანსიონში, ასევე სკოლა-პანსიონის ფარგლებს გართ,კერძოდ გორში და იტალიის ქალაქ პიზაში, რაც დამთვალიერებელთა დიდ მოწონებას იმსახურებს.
14 მარტს ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დასკვნითი გამოცდა.
გამოცდა ჩატარდა ხის მხატვრულ დამუშავების (პედაგოგი გია ალუღიშვილი) და სამკერვალო ნაწარმის (პედაგოგი მაკა გოგუაძე) საგანმანათლებლო პროგრამებში. გამოცდებმა დიდი დაინტერესება და სტუდენტების მღელვარება გამოიწვია, რადგან მათ თავიანთი ნამუშევრების წარდგენა უწევდათ სპეციალური კომისიის წინაშე, რომელსაც სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამახრაძე ხელმძღვანელობდა (კომისიის წევრები: კახაბერ ვარდუკაძე - დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, ნანა ანთაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარინა გოგოლაძე - განათლების ხარისხის მართვისა და საქმის წარმოების სამსახურის უფროსი). ხის მხატვრულ დამუშავების პირველი საფეხურის კვალიფიკაცია მიენიჭა 14 სტუდენტს, ხოლო სამკერვალო ნაწარის პირველი საფეხურის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიენიჭა 19 სტუდენტს.
ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს პროფესიულ წარმატებებს.მაისის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი გამოცდები თექის ხელოსნისა და მემინანქრის სპეციალობის სტუდენტთათვის.სკოლა-პანსიონი წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613852 
დღეს: 205 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.