Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

გრძელდება პროექტი - „ჩვენ ვმეგობრობთ“ თეატრთან - მეორე კლასის მოსწავლეები მიუზიკლზე "ჩვენი ეზო"

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება პროექტი - „ჩვენ ვმეგობრობთ“ თეატრთან. 15 მარტს წმიდა ვახტანგ გორგასალის მე-2ა (კლასის დამრიგებელი ეკატერინე ხეჩუაშვილი), წმიდა დავით აღმაშენებელის სახელობის მე-2ბ (კლასის დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) და წმიდა დემეტრე თავდადებულის მე-2გ კლასის (კლასის დამრიგებელი ნინო ტაბატაძე) მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრს, სადაც დაესწრნენ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის - „თეთრი ტალღა“ სპექტაკლს: „ჩვენი ეზო“. პიესა უნგრელ დრამატურგს იოზეფ კალაბს ეკუთვნის. მიუზიკლში მონაწილეობდნენ თეატრის მსახიობები და თეატრთან არსებული სტუდიის ბავშვები.
ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის აღფრთოვანება, რაც სუფევდა დარბაზში სპექტაკლის მიმდინარეობის პროცესში. პიესაში ასახული იყო ერთი პატარა ეზოს ისტორია, რომელსაც გულმოდგინედ სდარაჯობს „ყურშა“, მაგრამ როცა შვილი დედას არ უჯერებს (ამ შემთხვევაში პატარა გოჭუნა), ის ვერ გადაურჩება ცბიერი მელიის კლანჭებს, მაგრამ რასაკვირველია, მეგობარი ჭირში გჭირდება და ირაზმება მთელი ეზო (მამლაყინწა, ვარიკები, წიწილები) მის დასახმარებლად. ისევ ერთგული „ყურშა“ ყოჩაღობს, დარაზმავს მთელ ეზოს და განწირულ გოჭს და მამლაყინწას უბედურებისგან იხსნის.
ბავშვები გულშემატკივრობდნენ მოქმედ გმირებს და მათთან ერთად სპექტაკლის მონაწილენი გახდნენ.
სპექტაკლის განხილვები ახლა უკვე კლასებში მოეწყობა.
ერთი სასიამოვნო ინფორმაცია: სპექტაკლის მონაწილე პატარა მსახიობთა შორის, ერთი „წიწილა“ ქრისტინე კაკუბავა (კერძო სკოლა „ლილე-2“) ჩვენი პედაგოგის ნინო ტაბატაძის ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა. მასწავლებელმა და მოსწავლემ დიდად გაიხარეს ერთმანეთის ნახვით და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სპექტაკლს ესწრებოდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613127 
დღეს: 122 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.