Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სტუმრად თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში

საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები 10 მარტს სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს, სადაც გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის, ინტერნეტ ჟურნალ ამბიონის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრა ემოციურად გაიხსნა. მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ქართულ-თურქულ თარჯიმანს ორაჰნ ბერიძეს სთხოვა მისალმებოდა დამსწრე საზოგადოებას. ბატონმა ორჰანმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავი სტროფები წაიკითხა, ასევე წაიკითხა ფრიდონ ხალვაშის ლექსი „მემლექეთი“, რამაც არავინ დატოვა გულგრილი და დამსწრეთ თვალზე ცრემლი მოგვარა.
მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ მადლობა გადაუხადა სკოლა-პანსიონის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს სტუმრობისათვის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტამბოლის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ამ მასალებიდან ცხადი ხდება, რომ მე-19 საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ოსმალთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი თანამდებობები ეკავათ თურქეთის ისტორიაში. ისინი იყვნენ პოლიტიკის, მეცნიერების, კულტურის დამსახურებული, გამოჩენილი მოღვაწეები.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მეგზურობას უწევდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყავლა (მარიამი) ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613117 
დღეს: 112 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.