Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

პანსიონის მოსწავლეებმა შორიდან მიულოცეს თავიანთ დედებს დედის დღე


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაგრძელდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ისევე, როგორც ამოუწურავი და უკიდეგანოა დედის სიყვარული, ასევე დიდი იყო სურვილი სკოლის ყველა მოსწავლე თუნდაც ერთი ლექსით და ერთი სიმღერით მოფერებოდა თავის დედიკოს. 9 მარტს - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით (თამთა ხარატიშვილი, ნათია მიქელაძე, ფატი მუშკუდიანი) ჩატარდა ლიტერატურული მონტაჟი : „ამ ლექსით მოგეფერები“, რომელშიც მე-5, მე-6, მე-7, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ყველამ, როგორც შეძლო ისე მოესიყვარულა მშობელ დედას. საინტერესო იყო მე-9 კლასის მოსწავლეების ბაჩანა ბოლქვაძის და მარიამ თავართქილაძის ლიტერატურული ნარკვევები დედაზე. მოსწავლეებს მიესალმა დირექტორის მოადგილე ზოგადი გაანთლების დარგში მარიამ ანთაძე. ბავშვები დალოცა სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
„დედა მოკვდავთა შორის ყველაზე ძვირფასი არსებაა. დედამიწაზე მიმავალს თავი ზეცაში აქვს, სამოთხე კი მისი ფეხის ქვეშ არისო. მისი ქალამნის მტვერიც კი წმინდაა, მის ფეხებთან მუხლმოყრილთა თავი მეშვიდე ცის ზღურბლს წვდება. დედა მუდამ კვნესის. მთელი ცხოვრება კვნესის და ოხრავს... დედობა მუდმივია შვილისთვის, კაცისთვის, ვინც ამბობს “დედა”.
სკოლა-პანსიონში, ის მოსწავლეები, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ დედის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მათ უნდოდათ შორიდან მიეწვდინათ თავიანთი ხმა დედებისათვის და საქართველოს გულიდან მიელოცათ მათთვის დედის დღე ხულოსა თუ ქედაში, ხელვაჩაურსა თუ შუახევში, ბათუმსა თუ ქობულეთში, საინგილოსა თუ კახეთში, იმერეთსა თუ ქართლში.
ღონისძიების მომზადებაში, რომელშიც მათ აქტიურად ეხმარებოდნენ მეორე დედები - სკოლა-პანსიონის პედაგოგები და აღმზრდელები. ყურადღების მიღმა არაფერი რჩებოდა „დედაოს“ (მოსწავლეები ასე თბილად მიმართავენ სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნანა ანთაძეს).
ლამაზად მორთულ-მოკაზმულ სკოლა-პანსიონის ლიტერატურულ კაფეში გემოვნებით გაწყობილ მაგიდებს სკოლა-პანსიონის ბავშვები შემოუსხდნენ. აქვე იყვნენ სკოლა-პანსიონის პედაგოგები. ვაჟებმა ქალბატონებს მინდვრის თაიგულები მიართვეს. დედებს ლამაზი სადღეგრძელოები მიუძღვნეს, უამრავი ლექსი წაიკითხეს, იმღერეს, ხალხურ საკრავებზე შეასრულეს ქართული მელოდიები. მე-8 კლასელმა ვანო ფიფიამ რამდენიმე სიმღერით მიულოცა დედის დღე ყველა ქალბატონს.
საღამოს დიდი სულიერი დატვირთვა შესძინა სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის მონაწილეობამ, რომელიც მიუხედავად ფრიად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებს მოსწავლეებთან ასეთ უშუალო ღონისძიებებში შეხვედრას და მათთვის რჩევა-დარიგებების მიცემას. მამა მირიანის სიტყვას ბავშვებისათვის ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს. მამაომ გაიხსენა ხულოში მოღვაწეობის წლები, მიესალმა ყველა აჭარელს, საქართველოს ამ ძირძველი კუთხის შვილებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად აღმსარებლობისა, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და ქართულ საქმეს ვემსახურებით, რწმენა გამოთქვა, რომ საქართელოს კვლავ დაუდგება თამარის „ოქროს ხანა“.
საღამოში მონაწილეობდა და მოსწავლეებს, მათ დედებს მიესალმა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მუსიკალური მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშილი და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
საღამოს უძღვებოდა პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე.
დედებო! (რომელთა შვილები ჩვენს სკოლა-პანსიონში ცხოვრობენ) კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და იყავით მშვიდად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თქვენმა შვილებმა სათანადო განათლება მიიღონ და ჭეშმარიტ ფასეულობებზე აღზრდილნი დაუბრუნდნენ თავიანთ კუთხეებს.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613115 
დღეს: 110 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.