Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის პედაგოგები აჭარაში მართლმადიდებლობის დღესასწაულზე


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგთა და მომლოცველთა ჯგუფმა სკოლა-პანსიონის დირექტორთან დეკანოზ მირიან სამხარაძესთან ერთად 2012 წლის 4 მარტს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში გამართულ მართლმადიდებლურ დღესასწაულში. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავდა. მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით ბათუმში 1861 და 1921 წელს სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული მამულიშვილების საფლავზე საღმრთო ლიტურგია შესრულდა. წირვა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საღმრთო ლიტურგია ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე, ღია ციას ქვეშ სამშობლოს ერთიანობისა და დედა ეკლესიის სადიდებლად შესრულდა და მას მრავალრიცხოვანი მრევლი და 6 ეპარქიის მღვდელმთავარი დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე დიმიტრიმ იუნკერების საფლავთან აღმართული ჯვარი აკურთხა და იქადაგა. მეუფე დიმიტრიმ ქართველ ერს მიულოცა დღევანდელი დღე და მრევლს ერთიანობისაკენ მოუწოდა. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას შესწირეს თავი.
სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ბათუმში შეკრებილ მართლადიდებელ მრევლს მიმართა და შეახსენა, რომ აჭარა საქართელოსთვის ქრისტიანობის აკვანია. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ წირვა–ლოცვას, ეს არის ქართველი ხალხის გამოხატულება, ქართველი ხალხის ნება იმისა, რომ ეს კუთხე არის ჩვენი აკვანი ქრისტიანობის, ეს არის გული საქართველოსი, ისევე, როგორც მცხეთა.“
ყველას სიხარულით აღგვავსებდა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა, გადაუღებელი წვიმისა და თოვლისა, საზეიმო ლიტურგიაზე უამრავი მართლმადიდებელი შეიკრიბა, რომლებიც თითქმის საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. ჩვენ ბედნიერად ვგრძნობდით თავს, რომ ჩვენმა სკოლა-პანსიონმა გაიზიარა ის დიდი ღვთიური მადლი, რაც იქ ტრიალებდა. ეს ნიშანდობლივიც იყო, რადგან ჩვენ საქართველოს ერთ-ერთ ტანჯულ და დიდი ტრადიციების მქონე კუთხეში ვიმყოფებოდით, კუთხეში, რომელმაც გაუძლო თურქების 300 წლიან ბატონობას და დღემდე შეინარჩუნა ტრადიციები და ღირსება. ჩვენი მოძღვარიც მამა მირიანი ხომ დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარის ყველაზე მაღალმთიან ხულოს რაიონში და სიამაყით გვავსებდა ის ფაქტი, რომ მისი და მისი ოჯახის ღვაწლზე აქ ბევრი სასულიერო თუ საეო პირები საუბრობდნენ. ეს ღვაწლი დღესაც დიდი რუდუნებით გრძელდება. დღეს ჩვენს სკოლა-პასნიონში ოთხმოცამდე მოსწავლე სარგებლობს პანსიონური მომსახურებით, რომელთა უმრავლესობა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდანაა და ჩვენთვის ძალიან ახლობელია ის სიხარული და ტკივილი, რასაც ისინი ატარებენ.
წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ჩვენი ჯგუფი ტრაპეზზე მიიპატიჟეს, სადაც სასულიერო პირებთან ერთად კიდევ გაგრძელდა საუბარი ქრისტიანობაზე და თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის მოვალეობაზე.
მოვილოცეთ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის, წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრები. გვქონდა ძალიან ბევრი კერძო შეხვედრები. გვერდს ვერ ავუვლით ერთ შემთხვევას წირვის დასრულების შემდეგ ჩვენ ჯგუფთან მოვიდა ერთი ქალბატონი, რომელიც 65 წლის ასაკში მოინათლა მართლმადიდებელ ქრისტიანად, მას დიდი ტკივილიანი წარსული ჰქონდა, სწორედ ისტორიის ბედუკუღმართობით მისი სოფლის ნაწილი საზღვრის მიღმა დარჩა. იქ დარჩნენ მისი სისხლის ნათესავები , ქალბატონი თვალცრემლიანი გვიყვებოდა თავის ისტორიას.
ყველგან ვგრძნობდით ყურადღებას. აჭარელმა მასპინძლებმა ჩვეული სტუმართმოყვარეობით გაგვათბეს საკუთარ ოჯახებში. ბატონი ავთანდილ ბოლქვაძის ოჯახში კვლავ გაგრძელდა საუბარი სიკეთეზე, მართლმადიდებლობასა და ჩვენს სამშობლოზე.
დიდი მადლით აღვსილნი გვიან ღამით დავბრუნდით საქართელოს დედაქალაქში იმ რწმენით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო გაუძლებს გარე შემოტევებს და ჩვენ კვლავ დაგვიდგება თამარის ეპოქა.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!!!
მომლოცველთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე.



      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613187 
დღეს: 182 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.