Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა- კურთხევით 29 თებერვალს, 18.00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებ გუნდებს შორის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ქართული ფეხბურთის ქომაგებს 29 თებერვალს, 17:00 სთ-ზე შეუერთდნენ ვაკის პარკთან, იქიდან კი ყველანი ერთად გაემართნენ სტადიონისკენ, სადაც საფეხბურთო ზეიმი დახვდათ, რაც, უპირველესად, ტრიბუნებზე ხალხის სიმრავლემ განაპირობა. ამინდიც კარგი იყო და გულშემატკივარი მრავლად შეკრებილიყო.
დაიწყო მატჩი, მოიმატა მღელვარებამ, ემოციამ, ყოველი მხრიდან შეძახილები არ წყდებოდა ქართული ნაკრების მიმართ, ძალიან აქტიურობდნენ ჩვენი მოსწავლეები. ისინი ჩვენს ფეხბურთელებს შეძახილებით ამხნევებდნენ. თითოეულმა მათგანმა გამოავლინა ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების დიდი სიყვარული.

ფეხბურთშიც და სპორტის ნებისმიერ სახეობაშიც მთავარი შედეგია. ბედნიერი და გახარებული იყო ყველა ქართველი და უპირველესად ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, რომ 29 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამარჯვებით (ანგარიში 2:1) დაასრულა.
მოსწავლეებთან ერთად საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ სკოლა-პანსიონის პედაგოგები დირექტორის მოადგილის მარიამ ანთაძის თაიოსნობით.
მოსწავლეები მადლობას უხდიან სკოლა-პანსიონის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს ტრანსპორტირების საკითხში გაწეული დახმარებისათვის.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613178 
დღეს: 173 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.