Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ჩაერთვნენ ამერიკული ტურის პროგრამაში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის 2012 წლის 16-22 თებერვალს, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მე-10 კლასელ მოსწავლეთა ჯგუფი ელენე ჩუგოშვილის, ქეთევან სამხარაძის, ეთერ ნებიერიძის შემადგენლობით მონაწილეობას ღებულობდა ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის „LanGate“ პროექტში, რომელიც დაბა აბასთუმანში განხორციელდა. მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე.
ცოტა რამ ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ: ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი LanGate 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრში ქართველი და უცხოელი პედაგოგები ასწავლიან ინგლისურ ენას როგორც სასაუბრო, ისე პროფესიულ დონეზე. დღეისათვის ამრეიკულ ცენტრს 20-მდე სხვადასხვა სასწავლო პროდუქტი აქვს, მათ შორის რამდენიმე ინოვაციური. თუმცა, LanGate-ის საქმიანობა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით არ შემოიფარგლება. აქ სისტემატურად იმართება საინტერესო შეხვედრების საზოგადოებრივ-კულტურული თუ შემოქმედებითი ღონისძიებები, ტარდება ინტერაქტიული კონკურსები, ცენტრში გახსნილია თავისუფალი შეხვედრების კლუბი, რომელიც საზოგადოებისათვის საინტერესო ადამიანებს ყოველ კვირას მასპინძლობს. ცენტრი ცდილობს საზოგადოებას უფრო კარგად გააცნოს ყველაფერი, რაც ამერიკასთან არის დაკავშირებული.
მოსწავლეები გუშინ საღამოს დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლა-პანსიონში და სურთ ეს ჩვენც გაგვიზიარონ: „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლით ისინი ჩავიდნენ ბორჯომში, საიდანაც მოხდა აბასთუმანში გამგზავრება. ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ობსერვატორიის სასტუმრო (სადაც ისინი დაბინავდნენ), აბასთუმანში ულამაზეს ადგილას მდებარეობს. გადაადგილების ძირითადი საშუალება საბაგირო გზა იყო. იმავე საღამოს გაეცვნენ ერთმანეთს. ჯგუფის უმრავლეს ნაწილს სტუდენტები შეადგენდნენ. ტურის პროგრამაში შევიდა LanGate-ის პედაგოგის ბრაიან სმიტის მასტერ კლასი. იგი ამერიკელია. მისი ბიოგრაფია მეტად მრავალფეროვანია, დაპყრობილი აქვს მწვერვალი ევერესტი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მან დაიწყო ინგლისურის მასწავლებლად მუშაობა oxford – ის ინგლისურ ცენტრში. 2012 წლიდან ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის LanGate - ის პედაგოგია. „როგორ ვიშოვოთ მილიონი“ - ამ თემაზე დიდი სჯა-ბაასი გაიმართა.
ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის შთაბეჭდილება, რასაც განიცდის ადამიანი აბასთუმნის ობსერვატორიის დათვალიერების დროს. მოსწავლეებმა შეისწავლეს ოფიციალური დოკუმენტების შედგენა, პირადი ინფორმაციის, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილების მომზადება (რაც უდაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს), მოინახულეს რომანოვების სასახლე, მოისმინეს სალექციო კურსი თანამედროვე ამერიკული ტრადიციების შესახებ.
საინტერესო იყო პანტონიმების თეატრის რეჟისორთან გიორგი რაზმაძესთან შეხვედრა და მისი მასტერ კლასი ქცევის ეტიკეტის და მეტყველების შესახებ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მაკო სმიტის ლექცია-საუბრები.
ხშირად იყო ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებში ურთიერთობის გაცვლა. ჩვენმა მოსწავლეებმა თანატოლრბს და ცენტრის თანამშრომლებს გააცვნეს ჩვენი სკოლა-პანსიონის მცირე, მაგრამ დიდი შინაარსის მქონე ისტორია. ქალბატონმა მარიამ ანთაძემ კვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდა მათ სკოლა-პანსიონის ხედვისა და მისიის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია, განსაკუთრებით იმან, რომ ჩვენს სკოლა-პანსიონში თითქმის მთელი საქართველოა თავმოყრილი, მათ შორის მუსულმანი და ქრისტიანი ბავშვები ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ.
სწრაფდ გაირბინა ხუთმა დღემ. ტურის მონაწილეებს უკვე ერთმანეთთან დაშორება აღარ უნდოდათ, აქ ყველაფერი იყო შინაარსიანი გართობა-დასვენებისათვის, ინტელექტუალური გარემო, ახალგაზრდული ენთუზიაზმი, სუფთა ჰაერი და თოვლი. მართლაც მათ ბევრი რამ შეისწავლეს, უპირველესად გაიმდიდრეს ინგლისური ენის ცოდნა (შეხვედრები ძირითადად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა), ბევრი რამ გაიგეს ახალი ამერიკის შესახებ, შეიძინეს უამრავი მეგობარი, რომლებმაც ერთხმად გამოთქვეს სურვილი ჩვენს სკოლა-პანსიონთან დაახლოებისა.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მადლობას უხდიან სკოლა-პანსიონის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს ამერიკულ ტურში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის.
უდაოა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბევრი ღონისძიება ხორცილედება სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველო ამერიკის დასაახლოებლად, რომლის ერთ-ერთი გამოვლენაა სწორედ ასეთი ცენტრების არსებობა ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ განვითარებას ხელშეწყობისთვის.



      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613177 
დღეს: 172 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.