Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოასწავლეები პოეტ თინათინ მღვდლიაშვილთან შეხვედრაზე

„ აღმაშენებელო, თბილისს შემობრძანდი
თეთრი გიორგის მადლით,
მუმლი მუხასაო, მუმლი მუხასაო,
მუმლი მუხასაო დავით!“
იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, რომელზედაც შეიქმნა გოგი დოლიძის უკვდავი სიმღერა? ან კიდევ, „მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო, ნუ მიხურავ, ნუ მიხურავთ კარებს“ - ამ სტრიქონების ავტორი პოეტი ქალი თინათინ მღვდლიაშვილია.
2012 წლის 26 თებერვალს ქალბატონ თინათინის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს სამების ტაძართან არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზმა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე და სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, რომელთანაც პოეტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმაც გამოთქვეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში სულგანაბულნი ვუსმენდით ქალბატონი თინათინის პოეზიას, რომელიც გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით, საოცარი ლირიზმით, სითბოთი, სიყვარულით, სიკეთით.
შეხვედრა დალოცა და პოეტს მიესალმა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც გაიხსენა აჭარაში, კერძოდ სხალთის ეპარქიაში პოეტის სტუმრობის ეპიზოდები.
მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი კარგად შეისწავლონ ქალბატონი თინათინის პოეზია, ერთი ლამაზი პოეზიის საღამო მოაწყონ სკოლა-პანსიონში და მოიწვიონ პოეტი სტუმრად.
შეხვედრის შემდგომ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამების საკათედრო ტაძარში მოისმინეს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ქადაგება და შენდობა სთხოვეს ერთმანეთს.
შეხვედრიდან წამოსულებს ღვთის და პოეზიის მადლი გამოგვყვა.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613173 
დღეს: 168 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.