Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სკოლა-პანსიონში „თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. 24 თებერვალს გაიმართა კონფერენცია თემაზე: რუსეთის ოკუპაციის ეპიზოდები. საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო ნაშრომი წარმოუდგინეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ალთუნაშვილმა და ლიკა სისაურმა, რომლებმაც სლაიდ შოუს თანხლებით გააცოცხლეს 1921 წლის თებერვლის ტრაგიკული ეპიზოდები. ''25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.''
მოსწავლეთა თემა საინტერესოდ გააგრძელა ისტორიის პედაგოგმა გიორგი მაჭარაშვილმა. მან ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
„თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“ (კოლაუ ნადირაძე)
ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი კულტურისა და ტრადიციების მქონე, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და თუ ერთად ვიქნებით მტერი ვერაფერს დაგვაკლებს - ასეთი ოპტიმიზმით დასრულდა ეს საღამო.
ღონისძიებას უძღვებოდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613170 
დღეს: 165 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.