Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლა-პანსიონის მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“

1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 21-დან 25 თებერვლის ჩათვლით ტარდება ოკუპაციის კვირეული.
XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები იმართება, ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი შეუერთდა ამ ფრიად მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.
კვირეულის ფარგლებში, 23 თებერვალს მოსწავლეთა და პედაგოგთა დიდი ჯგუფი სკოლა-პანსიონის დირექტორთან დეკანოზ მირიან სამხარაძესთან ერთად ეწვია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (პიესის ავტორი - გურამ ქართველიშვილი, რეჟისორი - ლევან წულაძე, მთავარი როლის შემსრულებელი - ნიკა თავაძე).
გთავაზობთ მცირე ექსკურსს ეროვნული გმირის ბიოგრაფიიდან:
ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი - ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნება პოპულარული გახდა 80-იანი წლების ბოლოდან, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმასვლასთან და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის გაძლიერებასთან.
ცნობილია, რომ 1989 წელს ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში შეხვდა ჩოლოყაშვილის ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში, ასევე მისი ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში აღნიშნეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
თეატრის დიდი დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. სასიხარულოა, რომ უმეტესობა ახალგაზრდობა იყო. თითქმის სამი საათის განმავლობაში ჩვენ მსახიობებთან ერთად განვიცდიდით იმდროინდელი საქართველოს ტკივილიან ეპიზოდებს. დარბაზში ხშირად ისმოდა ოვაციები, აპლოდისმენტები. სპექტაკლი მართლაც მოვლენაა დღევანდელ ქართულ თეატრში, როცა წიგნი ხშირ შემთხვევაში გარდასულ დღეთა საკუთრებად იქცა, ნამდვილ ერისკაცობაზე ლაპარაკი დროული და საჭიროა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდა, სცენაზე ცოცხლდებოდნენ სასიქადულო მამულიშვილები – კოტე აფხაზი, ექვთიმე თაყაიშვილი, სიმონ ბაგრატიონი, ალექსანდრე სულხანიშვილი, ელიზბარ ვაჩნაძე, ლელო ჩიქოვანი, გიორგი მაზნიაშვილი…
სცენაზე იყო ტკივილიანი XX საუკუნე, რომლის გმირების ხსენება თითქმის რვა ათეული წელიწადი ტაბუდადებული გახლდათ. ისტორიის სასტიკი ფურცლები იდეოლოგიის ალისფერი ფარდით იყო დაფარული და გადასხვაფერებული. როგორც პოლიტიკის მცოდნენი ამბობენ, მერე რა, რომ ჩვენი ეროვნული გმირები უფრო რომანტიკოსები იყვნენ, ვიდრე გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები, სიცოცხლე ხომ უშურველად მიიტანეს სამსხვერპლოზე. ეგეც არ იყოს, რომანტიკოსობა ქართველი ხალხის დამახასიათებელი თვისება ყოველთვის ყოფილა და იქნება…
დაუვიწყარი შთაბეწდილებებით დავუბრუნდით სკოლა-პანსიონს და ყველას ერთი ფიქრი და ოცნება გვაერთიანებდა: „იბერია გაბრწყინდება!“



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613866 
დღეს: 219 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.