Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეები გაემგზავრნენ მონაწილეობის მისაღებად ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის „LanGate“ მიერ მოწყობილ შეხვედრაზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლეთა ჯგუფი (ელენე ჩუგოშვილი, ეთერ ნებიერიძე, ქეთევან სამხარაძე) დირექტორის მოადგილის ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძესთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის „LanGate“ პროექტში, რომლის ფარგლებში ტარდება 5 დღიანი გასვლითი ტური აბასთუმანში. ტურის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკელი და ქართველი სპეციალისტების მიერ მასტერკლასების ჩატარება სხვადასხვა თემებზე. მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მოისმინონ პანტონიმის თეატრიდან მოწვეული რეჟისორების ლექცია. იგეგმება ექსკურსიები აბასთუმნის ტერიტორიაზე.
მოსწავლეები დღეს დილით, 22 თებერვალს გაემგზავრნენ შ.პ.ს „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლით. რომლის ერთი ვაგონი მთლიანად მათვის იყო გამოყოფილი. ტურში მონაწილეობას იღებდნენ „საავტორო სტუდიის მუსიკოსები“.
მიგვაჩნია, რომ ამერიკული ცენტრის ეს პროექტი უდაოდ შეუწყობს ხელს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა და მოსწავლეების ურთიერთგაცნობას, განათლებაზე ორიენტირებას და მათ ახალ გამოცდილებას შესძენს.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლა-პანსიონის შემოქმედებით ჯგუფს!





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613333 
დღეს: 328 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.