Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

დოკუმენტური ფილმის "საიდუმლო საქართველო"-ს პრეზენტაცია ჩვენს სკოლა-პანსიონში

2012 წლის 21 თებერვალს მართლმადიდებლური ფილმების ტელესტუდია “გუთანმა” საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონში კინოპროექტ “საქართველოს ხერხემალი”-ს ფარგლებში მოაწყო მე-5 ფილმის “საიდუმლო საქართველო” პრეზენტაცია.
გაიმართა შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან. შეხვედრაში მონაწილეობდა ფილმის მთავარი რედაქტორი ზვიად სეხნიაშვილი და რედაქტორი ლევან მაძღარაშვილი.
ფილმის ჩვენებამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეები და პედაგოგები სულგანაბულნი ადევნებდნენ თვალს კინოეკრანზე გაცოცხლებულ ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების ამსახველ ისტორიებს ამერიკაში, კერძოდ ფილადელფიაში. ისინი ხომ ფესვებს მოწყვეტილნი ცხოვრობენ ოკეანის გადაღმა, მამას შვილი ენატრება, შვილს მამა, დედას შვილი.... ტკივილებით არის აღსავსე ემიგრანტის ყოველდღიური ყოფა. მათი ფიქრი საქართველოს დასტრიალებს, თითოეული მათგანისათვის მოწოდება უნდა გახდეს ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიმართვა და თხოვნა მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
ამ ფილმში მეტად მნიშვნელოვანია კავშირი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხესთან აჭარასთან, ლაზეთთან. ეს თემა ჩვენი მოსწავლეებისათვის ფრიად საინტერესო იყო, რადგან ჩვენთან ხომ ბევრი მოსწავლე სწავლობს და ცხოვრობს პანსიონში აჭარიდან. ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა გულახდილი საუბარი, დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძემ მადლობა გადაუხადა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მეტად მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევისა და გაშუქებისათვის, იმ პატრიოტული მუხტისათვის, რაც გასდევს ამ ფილმს. თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს მოსწავლეებმა მარიამ ალთუნაშვილმა (მე-10 კლასი), თამარ სამხარაძემ (მე-8 კლასი), თედო ბექაურმა (მე-9 კლასი), თინათინ ოთარაშვილმა (მე-10 კლასი), ნონა ქედელიძემ (მე-10 კლასი), რამაზ ქონიაძემ (მე-9 კლასი).
ბატონმა ზვიად სეხნიაშვილმა (ფილმის მთავარი რედაქტორი) კმაყოფილება გამოთქვა ჩვენს მოსწავლეებთან შეხვედრის გამო და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონა მჭედლიშვილს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.
ბოლოთქმა: შეხვედრის მსვლელობის პერიოდში ფრიად სასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ ჩვენი სკოლა-პანსიონის პედაგოგებს მაია ხორბალაძეს და თანამშრომელს ირაკლი ბოლქვაძეს შეეძინათ ვაჟი საბა (ბოლქვაძე), თინათინ ბლიაძეს და გიორგი შაქარაშვილს კი ქალიშვილი მარიამი (შაქარიშვილი). ვულოცავთ მათ, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს ახალი სიცოცხლის მოვლინებას, ქრისტესმიერი ყოფილიყოს მათი ცხოვრების გზა.



      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613843 
დღეს: 196 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.