Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საინტერესოდ წარიმართა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით რამდენიმე წელია ტარდება ინტელექტუალური კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებს.
ამ მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო კონკურსს ჩვენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები წელს პირველად უერთდებიან. ბიბლია ხომ თითოეული ჩვენთაგანისათვის წიგნთა წიგნია.
შიდა სასკოლო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს უფროსი ასაკის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა. თითოეული გუნდი შედგებოდა შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისაგან. მათ ჰყავდათ მხარდამჭერთა ჯგუფი. გუნდი “წმიდა მეფე თამარი” (კაპიტანი ელენე ჩუგოშვილი) და გუნდი “წმიდა აბუსერისძე ტბელი” (კაპიტანი მარიამ ალთუნაშვილი). კონკურსის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა და თვალყურს ადევნებდა ჟიური დირექტორის მოადგილის ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძის თავმჯდომარეობით (ჟიურის წევრები: ნინო ჩუბინიძე, რუსუდან რევაზიშვილი, გიორგი მაჭარაშვილი, იოსებ აფაქიძე).
კონკურსი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა. საკითხები წარმოდგენილი იყო როგორც ძველი აღთქმიდან, ასევე ახალი აღთქმიდან (გამოყენებული იქნა მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
გამარჯვება მოიპოვა გუნდმა - “წმიდა მეფე თამარი”. კონკურის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდა სასკოლო ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სარაიონო ეტაპზე.
კონკურსს ესწრებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, პედაგოგები, დაინტერესებული მოსწავლეები და მშობლები.
კონკურსს უძღვებოდა საღვთო სჯულის პედაგოგი იოსებ აფაქიძე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ ეტაპზე!



      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613329 
დღეს: 324 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.