Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

შიდა სასკოლო კონფერენცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება შიდა სასკოლო კონფერენციები. 8-13 თებერვალს ჩატარდა ქართული ლიტერატურის სექციის სხდომები. ძალზედ საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს მე-10 კლასის მოსწავლემ თეონა მუმლაძემ „თავისუფლება“ (ხელმძღვანელი მარიამ ანთაძე), მე-10 კლასის მოსწავლემ ქეთევან სამხარაძემ „ვინც მადლსა სჩადის, სანთელი მისი არ ქრება ცაშია“, ვაჟა-ფშაველას თხზულებების მიხედვით (ხელმძღვანელი მარიამ ანთაძე), ისევ მე-10 კლასის მოსწავლემ ელენე ჩუგოშვილმა წარმოადგინა თემა „ცრემლი და მისი დანიშნულება ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში (იაკობ ხუცესის „წამება წმიდისა შუშანიკისა“ და გიორგი მერჩულის „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“) ხელმძღვანელი მარიამ ანთაძე. მე-9 კლასის მოსწავლემ ანი გარსევანიშვილმა “გალაკტიონი - პოეზიის მეფე“ (ხელმძღვანელი თამთა ხარატიშვილი), მე-9 კლასის მოსწავლე - პატრიოტიზმი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში.
გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ამ ნაშრომებიდან:

(თეონა მუმლაძე - „თავისუფლება“)
„შეიძლება იფიქროთ, რომ თავისუფლება ფრთებია. ახედეთ ჩიტებს. ისინი ცაში დაფრინავენ ჩვენთვის ისინი პატარა უსუსური არსებებია, მათთვის კი ჩვენ ჭიანჭველები, რომლებსაც ციდან უყურებენ. ფიქრობთ რომ ისინი თავისუფლები არიან? იცით რა არის მათი ერთადერთი საზრუნავი?! საჭმელი! ახლაც თვლით, რომ ისინი თისუფლები არიან? ფრინველი ხომ მხოლოდ სიმბოლოა იმ ღრმა გაგებისა რასაც თავისუფლება ჰქვია... ზოგი ამ სიტყვას არ აკვირდება და ყოველდღიური ყოფას, მატერიალიზმს მიაწეს. არიან ის ადამიანებიც რომლებიც მას შეიცნობენ და უფლის კვალს იპოვიან. სიღრმისეულად გაიგებენ და შეიცნობენ ნაყოფს ყოველთა დამატკბობელთა. ალბათ გაინტერესებთ რომელ სიღრმისეულ გაგებას ვგულისხმობ.... მაცხოვარი ამბობს რომ თქვენ გექნებათ ყურები და ვერ გაიგონებთ თქვენ დაინახავთ მაგრამ არ დაიჯერებთ. ასეა თავისუფლება ჩვენ გვესმის მაგრამ ვერ ვიგებთ ვხედავთ და არ გვჯერა“.
(ქეთევან სამხარაძე - „ვინც მადლსა სჩადის, სანთელი მისი არ ქრება ცაშია“)
ღმერთო მაქციე ჩიტადა,
გადამარჩინე ობლობას,
თხოვნა მიიღე წმიდადა!
თქმულია, ცრემლი ობლისა
უფალს უნთია სანთლადა,
ობლი შეწყალვა უცვნია
საუკეთესო მადლადა.
ამ პატარა ეპიზოდმა გვამცნო თუ რაოდენ მოსარჩლე იყო ვაჟა როგორც ბუნების, ასევე ადამიანისა, განსაკუთრებით დაჩაგრული ადამიანისა, რომელსაც შირად ჩაგრავს გარემო პირობები...
მადლის მთესველს სიკვდილის შემდეგ ყოველთვის ჰყავს მომხსენებელი, რომელიც სანთელსაც უნთებს და საკმეველსაც, მათთის კი არც ერთი არასოდეს არ ჩაქრება!“

მე-10 კლასის მოსწავლემ ელენე ჩუგოშვილი - „ცრემლი და მისი დანიშნულება ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში
„ცრემლი არის სხვადასხვაგვარი, ის ადამიანის გულიდან მოდის და როგორიც არის გული ისეთივეა ცრემლი. თუ გული წმიდაა და თავმდაბალი, მაშინ ცრემლიც იქნება სინანულის,, სულიერი სიხარულის, მოყვასის მიმართ სიბრალულის და ღვთისადმი მადლიერების“



      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613866 
დღეს: 219 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.