Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოსაც გაგრძელდა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოსაც გაგრძელდა. პანსიონში, რომლის მომსახურებითაც სარგებლობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული მოსწავლეები ლამაზი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა. წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელზე შინაარსიანად, თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებით წარმოგვიდგინა სკოლა-პანსიონის ისტორიის პედაგოგმა გიორგი მაჭარაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს მიულოცა ეს ბრწყინვალე დღესასწაული, ქართველთა საამაყო მეფის წმიდა დავით აღმაშენებელის ხსენების დღე და დამსწრეთ დავით აღმაშენებელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან პერიოდზე ესაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე, დიდგორის ბრძოლაზე, დავით არმაშენებელის რეფორმებზე. საღამო კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა, მოსწავლეების შეკითხვებს პედაგოგმა საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცა.
მოსწავლეთა თხოვნით საუბრები დავით აღმაშენებელზე და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებზე კვლავ გაგრძელდება.
საღამოს ესწრებოდა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, საღვთო სჯულის პედაგოგი იოსებ აფაქიძე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დავითობას!



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613333 
დღეს: 328 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.