Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელის ხსენების დღე სკოლა-პანსიონში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში აღინიშნა წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლი ხსენების დღე. დილით წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. მოძღვარმა ქადაგებაში ისაუბრა იმ დიდი ღვაწლის შესახებ, რაც დავით აღმაშენებელს მიუძღვის ქრისტიანობისა და საქართველოს წინაშე.
სკოლა-პანსიონის მე-2ბ კლასი (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) წმიდა დავით აღმაშენებელის სახელობისაა, რომლებმაც დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს საღამო მიუძღვნეს. სანთლების შუქზე უპირველესად დავით აღმაშენებელის ტროპარი იგალობეს (გალობის პედაგოგი მაია ნამორაძე). შესანიშნავი სლაიდ შოუს თანხლებით მათ ასაკის შესაბამისად მიმოიხილეს დავით აღმაშენებელის მეფობის ხანა. დავითის, რომელიც იწოდებოდა მეფე „აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“, მეფე ყოვლისა მპყრობელი დასავლეთისა და აღმოსავლეთისა, მესიის მახვილი.
ყურადღება გამახვილდა დავითის საეკლესიო რეფორმაზე, კერძოდ, 1103 წელს გამართულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე, ძლევაი საკვირველი - დიდგორის ომი, რომელიც უდიდესი ბრძოლაა არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ მთელი მსოფიოს საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში. ამ ბრძოლამ მაშინდელი საქართველო ზესახელმწიფოდ აქცია... „დრო გადის... ჩვენს მთებს, დიდგორის კალთბეს, მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი... დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორი დიდი იმედიც არის“.
დავითის სახელს უკავშირდება გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსება, ბავშვებს არც მისი პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“ გამორჩენიათ. გაიხსენეს დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვანი მეფობითა, არამედ თავისი დიდბუნებოვანი კაცობითაც, იგი თავდადებული მოყვარეა თავისის ეროვნებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. ჭეშმარიტად!
საღამოს ესწრებოდა და შეკრებილ საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს მიმართა სკოლა-პანსიონის დრექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ მიულოცა მათ ეს პრწყინვალე დღესასწაული და მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს ქეთვენა გაგოშიძეს.
ღონისძიებას ესწრებოდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, საღვთო სჯულის პედაგოგი იოსებ აფაქიძე.



      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613843 
დღეს: 196 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.