Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში გრძელდება მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენცია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გრძელდება მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენციები.
6 თებერვალს გაიმართა ფიზიკისა და გეოგრაფიის სექციებში წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა საბა ამანათაშვილმა და გიგა ყაფლანიშვილმა წარმოადგინეს ნაშრომი ფიზიკაში „მზის ენერგია“ (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე), ასევე ფიზიკის სექციაში იქნა განხილული თემა „შავი ხვრელი“(ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე), რომელიც დამსწრეთ გააცნო მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ ალთუნაშვილმა.
გეოგრაფიის სექციაში წარმოდგენილი იყო ხუთი თემა: „ტერორიზმი და კონფლიქტური სიტუაციები მსოფლიოში“ (მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ალთუნაშვილი),“ ღარიბები და მდიდრები“ (მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა სისაური), „საქართველო და მსოფლიო“ (მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან სამხარაძე), „ბუნების კატასტროფები“ (მე-10 კლასის მოსწავლე ეთერ ნებიერიძე), „სურსათის პრობლემა“ (მე-10 კლასის მოსწავლე თეონა მუმლაძე), გეოგრაფიის სექციაში წარმოდგენილ თემებს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ლელა ჯანაშვილი.

7 თებერვალს გაიმართა რუსული ენის სექციის ხდომა, სადაც მე-10 კლასის მოსწავლემ ქეთევან ლაცაბიძემ წარმოადგინა გურამ დოჩანაშვილის „მუსიკოსის“ თარგმანი ქართულიდან რუსულ ენაზე (ხელმძღვანელი ვიქტორია ხასიევა).
ასევე წარმოდგენილი იქნა თემები ფიზიკისა და ბიოლოგიის სექციებში.
მე-9 კლასის მოსწავლემ ანა გარსევანიშვილმა განიხილა თემა „ლეიკემია“ (ხელმძღვანელი ირაკლი გულედანი), მე-8 კლასელმა გიორგი ავლოხაშვილმა კი წარმოადგინა ნაშრომი „ჰიბრიდიზაცია“ (ხელმძღვანელი ირაკლი გულედანი).
მე-9 კლასის მოსწავლეებმა მეცხოვრიშვილმა ანამ და მაისურაძე მაიამ წარმოადგინეს ერთობლივი ნაშრომი „ბერმუდის სამკუთხედი“ (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე) და მე-8 კლასის მოსწავლემ გიორგი ავლოხაშვილმა წარმოადგინა თემა „ატომური ელექტროსადგურები“ (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე).
თემათა წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. გამოთქმული აზრები და კითხვები შეეხებოდა თემათა აქტუალობას, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილმა ნაშრომებმა მსმენელთა მოწონება და დიდი ყურადღება დაიმსახურა.
კონფერენციას ესწრებოდა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგოგები და მოსწავლეები.



      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.