Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო საღამო თემაზე: „დიდი ქართველი ქალები“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩატარდა კიდევ ერთი საინტერესო საღამო თემაზე: „დიდი ქართველი ქალები“, რომელიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პანსიონის აღმზრდელ-პედაგოგმა ნინო ახვლედიანმა. პედაგოგმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ჩვენი ისტორიის გამოჩენილი ქართველი ქალების შესახებ (ნანა დედოფალი, მართა (მარიამი), თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, გურჯი ხათუნი, მარიამ დადიანი), აღნიშნა მათი დიდი ღვაწლი და დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
"ქართველი ქალის მდგომარეობა ოჯახში და საზოგადოებაში დიდად განსხვავდება ყველა სხვა ერის ქალის მდგომარეობიდან. მისი როლი, მისი სახელი, მისდამი პატივისცემა მამაკაცებისაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა".
ქალი იყო ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. არა ნაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკაშიც, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში.

ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ყოველთვის ქალი იყო და ეს როლი ქართველმა ქალმა შეინარჩუნა მე-19 საუკუნის პირველ ნახევრამდე."

საღამო ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რასაც კიდევ უფრო ალამაზებდა სლაიდ-შოუ, საიდანაც ულამაზესი ქართველი ქალების პორტრეტები ცვლიდა ერთმანეთს. საინტერესო თემა განავრცო სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, საღვთო სჯულის პედაგოგმა იოსებ აფაქიძემ, ისტორიიის პედაგოგმა გიორგი მაჭარაშვილმა. მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს პედაგოგებმა გასცეს ამომწურავი პასუხები.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, პედაგოგები და მოსწავლეები.
საინტერესო საღამოები სკოლა-პანსიონში გრძელდება!





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.