Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში დაიწყო მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენცია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაიწყო მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი შიდა სასკოლო კონფერენცია.
სასკოლო კონფერენცია დაიწყო 2 თებერვალს და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. კონფერენციებში მონაწილეობენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლე თავისუფალია ნაშრომის თემის, განსახილველი ამა თუ იმ მეცნიერული საკითხის არჩევაში. შეუძლია დაამუშაოს როგორც საპროგრამო, ასევე არასასკოლო ნაწარმოები. ავტორები არ იზღუდებიან თემატიკით,. სასურველია ნაშრომში ჩანდეს კვლევის ელემენტები, დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობის უნარი, საკუთარი თვალთახედვა, ცდებისა და პრაქტიკული მუშაობის უშუალო შედეგები. მთავარია, ნაშრომმა გამოავლინოს საკუთრივ მოსწავლისეული პოზიცია და დამოკიდებულება შერჩეული საკითხისადმი, მოპოვებული ცოდნის ინტეგრირების უნარი, პრობლემების გადაჭრის მოსწავლისეული გზების ორიგინალური და შემოქმედებითი ხასიათი, პრაქტიკული ღირებულება.
ჩვენს სკოლა-პანსიონში კონფერენციისადმი მოსწავლეების ინტერესი დიდია. მათ თემების არჩევა და მუშაობა დიდი ხანია დაიწყეს, სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაებნენ თემის ხელმძღვანელი პედაგოგები.
2 თებერვალს გაიმართა რუსული ენის სექციის სხდომა, სადაც მე-9 კლასის მოსწავლემ ანა გარსევანიშვილმა წარმოადგინა ირაკლი ლომოურის „შემთხვევის“ თარგმანი ქართულიდან რუსულ ენაზე (ხელმძღვანელი: ვიქტორია ხასიევა), მე-10 კლასის მოსწავლემ თეონა მუმლაძემ კი გურამ დოჩანაშვილის „თანამგზავრი“ თარგმნა ასევე ქართულიდან რუსულ ენაზე (ხელმძღანელი: ვიქტორია ხასიევა). წარმოდგენილმა ნამუშევრებმა მსმენელთა ინტერესი გამოიწვია და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ რეკომენდირებული იქნა რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
3 თებერვალს გაიმართა ბიოლოგიის, ქიმიის, ეკოლოგიის და ფიზიკის სექციებში წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა.
მე-10 კლასის მოსწავლემ თინათინ ოთარაშვილმა ქიმიაში წარმოადგინა თემა „მეტალები და მათი მნიშვნელობა ისტორიაში“ ( ხელმძღვანელი: თეა ქვრივიშვილი).
საინტერესო და კვლევითი ნამუშევრები წარმოადგინეს მოსწავლეებმა ბიოლოგიაში. თემაზე „ღეროვანი უჯრედები“ პრეზენტაცია გააკეთა მე-8 კლასის მოსწავლემ საბა ამანათაშვილმა (ხელმძღვანელი ირაკლი გულედანი), ასევე მე-8 კლასის მოსწავლემ შორენა ამანათაშვილმა წარმოადგინა „ფრანკენშტეინის საფრთხე ჩვენს სუფრაზე“ (ხელმძღვანელი ირაკილი გულედანი). ნიშანდობლივია, რომ მოსწავლეები გარკვეულ ყურადღებას აქცევენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას და საინტერესო იყო ამ კუთხით მე-8 კლასის მოსწავლის თამარ სამხარაძის ნაშრომი „საკმარისია თუ არა სამელი წყალი ყველასათვის?“ (ხელმძღვანელი ირაკლი გულედანი).
ფიზიკის სექციაში გამოვლინდა მოსწავლეთა ინტერესი შემეცნებითი საქმიანობისა და მეცნიერული კვლევისადმი და მათი ნააზრევი ფიზიკის ფუნდამენტალური მნიშვნელობის შესახებ სწორი მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის ჩამოყალიბებაში. მე-10 კლასის მოსწავლემ ქეთევან სამხარაძემ წარმოადგინა ნაშრომი „დამატებითი განზომილებები“ (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე), მე-10 კლასის მოსწავლეების თეონა მუმლაძის და მარიამ აბაშიძის თემა „ფარდობითობის თეორიას“ შეეხებოდა (ხელმძღვანელი: ზურაბ გოგოლაძე), მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს: ვანო მალიჩავამ „დედამიწა“, თამარ სამხარაძემ კი „მთვარე - დედამიწის თანამგზავრი“ (ხელმძღვანელი ზურაბ გოგოლაძე).
სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძემ კმაყოფილება გამოთქვა მოსწავლეთა აქტიურობის, ნაშრომებისადმი ინტერესის და მათ მიერ გაწეული შრომის გამო, წარმატება უსუსრვა თითოეულ მათგანს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგები და დაინტერესებული მოსწავლეები.



      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.