Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

შეხვედრა პანსიონში მცხოვრებ მოსწავლეთა მშობლებთან

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 20 იანვარს საშობა-საახალწლო არდადეგების შემდეგ განახლდა სასწავლო პროცესი. მოსწავლეებმა კარგად დაისვენეს. დასვენებასთან ერთად სკოლა-პანსიონში არ შეწყვეტილა სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობა. ეროვნული ოლიმპიადების სასკოლო პირველ ტურში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ოლიმპიადების მეორე ტურში საგნების მიხედვით. ასევე დაუვიწყარი იყო ქ. გორში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ფესტივალ “გენეთლიაში” მონაწილეობა.
იმ მოსწავლეებმა, რომლებიც სკოლის პანსიონის მომსახურებით სარგელობენ მშობლიურ, აჭარის მაღალმთიან რაიონებს, საინგილოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მიაშურეს და ახალი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ სკოლა-პანსიონს.
23 იანვარს პანსიონში გაიმართა შეხვედრა მშობლებთან (შეხვედრას უძღვებოდა პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე). შეხვედრაზე გაანალიზებული იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც დგას პანსიონის წინაშე. მშობლებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს სკოლა-პანსიონის დირექციის, პედაგოგების, აღმზრდელების და პირადად დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის და მისი ოჯახის მიმართ, რადგან ამ სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეთა სწავლების, აღზრდის, სხვადასხვა პროფესიების დაუფლებისათვის. გაიხსენეს მათი შვილების ნაამბობი და უპირველესად მადლიერება გამოხატეს ამ საშვილიშვილო პროექტის მხარდაჭერისათვის უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ. მიულოცეს მას შობა-ახალი წელი და დღეგრძელობა უსურვეს.
ემოციები ვერ დამალეს მე-5 კლასის მოსწავლის გიორგი მახარაძის ბებიამ და მამამ (გიორგი ხულოს რაიონის სოფ. სხალთის მკვიდრია), რომლებმაც აღნიშნეს, რომ „გიორგის ისე მოენატრა სკოლა-პნსიონში დაბრუნება, რომ თითქმის სამი ღამე არ უძინიაო“. ასმათ ღორჯომელაძე - (სალომე და და რომან ღორჯომელაძეების დედა): „რამდენიმე დღეა შვილებთან ერთად ვიმყოფები პანსიონში და აღფრთოვანებული ვარ იმ სითბოთი და სიყვარულით რაც აქ ჩემი თვალით ვნახე“.
მშობლებს მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საკითხებზე დაწვრილებით ესაუბრა სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარაშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სკოლა-პანსიონის დირექტორთან დეკანოზ მირიან სამხარაძესთან საუბარმა.
მშობლებთან შეხვედრა საღამოს გაგრძელდა, სადაც ბავშვებმა თავიანთ მშობლებს მინი კონცერტი გაუმართეს და შეასრულეს ქართული-ხალხური მელოდიები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებას.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613878 
დღეს: 231 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.