Home Page About Us



სახელმძღვანელოთა ნუსხა 2014-2015 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოთა ნუსხა 2014-2015 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2014-2015 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

მშობელთა საყურადღებოდ!
მშობელთა საყურადღებოდ!
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 2014 წლის 3-4 მაისს, პირველ ეტაპზე ჩატარებული გასაუბრების შედეგად პირველ კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა სია:
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა–პანსიონის მოსწავლეები საშობაო ფესტივალ „გენეთლიაზე“

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა–პანსიონის მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წელს, პირველად მიიწვია საშობაო ფესტივალ „გენეთლიაზე“.
საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“ უკვე 6 წელი შეუსრულდა. ის იმართება სამთავისისა და გორის ეპარქიის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანია ქრიტეშობის დღესასწაულის აღქმა,მოზარდებში რწმენის გაძლიერება,სხვადასხვა კუთხის მოსწავლეთა დამეგობრება.
ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისათვის ეს პირველი გასვლითი ფესტივალი იყო და ეს პასუხისმგებლობა ყველას კარგად გვქონდა გათვიცნობიერებული.
2012 წლის 10 იანვარს, დილაადრიან მოსწავლეთა და პედაგოგთა დელეგაცია (რომლის შემადგენლობაში შედიოდა: სკოლის გოგონათა გუნდი.ხელმძღვალელი:დალი დაბრუნდაშვილი, ხალხურ საკრავთა ჯგუფი, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, პედაგოგი გაიოზ ზანდარაშვილი) ხალისიანი განწყობით გაემართა ქალაქ გორისაკენ. მოსწავლეები დალოცა სკოლა პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, რომ მათი მოძღვარი მამა მირიანი, მათთან ერთად იქნებოდა ფესტივალის დღეებში.
გიმნაზიაში გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს. ფესტივალის მონაწილეებს სკოლის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში მოგვესალმა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია(გვაზავა). სკოლის დირექტორი მამა ბორის ნიჩიპეროვიჩი.
ფესტივალში მონაწილეობდნენ: ალავერდის ეპარქიასთან არსებული წიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა,ზუგდიდის წმიდა გიორგობის სახელობის გიმნაზია, წმიდა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია, ხაშურის წმიდა ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეომი, სალხინოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ქარელის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია. ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა, ნიქოზის წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა, ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, თბილისის წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლა, თბილისის წმიდა კეთილმსახურის მეფე თამარის სახელობის სკოლა–პანსიონი, ქვემოჭალის საჯარო სკოლა, გორის მე–8 საჯარო სკოლა და გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
მოსწავლეთა კონფერნცია მიეძღვნა ვაჟა–ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს. ჩვენი სკოლის მე–10 კლასის მოსწავლემ, ქეთევან სამხარაძემ წარმოადგინა ნაშრომი თემაზე: “ვინც მადლს სჩადის, სანთელი მისი არ ქრება ცაშია“ (პედაგოგი:მარიამ ანთაძე). თემაში ოსტატურად იქნა დაკავშირებული ერთმანეთთან ვაჟასეული მადლის ცნება და დღევანდელობა. კონფერენციის მონაწილენი ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთის ნაშრომებს, რომელიც ასევე ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებთა თემატიკაზე იყო აგებული, “ბუნება ბრძანებელია...“ და „ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიც ამას ვდუდუნებ“.
კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა რელიგიურ–კულტურულ ფასეულობათა მქონე ძეგლებთან დაკავშირებული კონკურსი, “რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“,რომელშიდაც ჩვენი სკოლის მოსწავლე იაგო ნიკოლაძე მონაწილეობდა, (პედაგოგი:გაიოზ ზანგალაძე). კონკურსის მონაწილეებმა შეასრულეს უძველესი ტაძრის წუღრუღაშენის ნახატი (ბოლნისის ეპარქია).
ვაჟა–ფშაველას იუბილესთან დაკავშირებით, ასევე მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით შექმინილი ნამუშევრები. დამთვალიერებელთა ინტერესი გამოიწვია ჩვენმა გამოფენამ, რომელიც სკოლა-პანსიონის პროფესიული მიმართულების თაოსნობით გაიმართა (დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში:კახაბერ ვარდუკაძე). წარმოდგენილი იქნა ნამუშვერები თექაზე (პედაგოგი: ანა მაისურაძე), ხის მხატვრული დამუშავება (პედაგოგი: გია ალუღიშვილი), ტიხრული მინანქარი (პედაგოგი იოსებ ზანგალაძე).
იმავე დღეს ფესტივალის მონაწილეებმა მოვილოცეთ გორის მარიამ ღვთიშობლის მიძინების ტაძარი და ვესტუმრეთ სამთავისის ეპარქიასთან არსებულ კულტურის და სულიერი განათების ცენტრს. ინტერსეით მოვისმინეთ სხვადასხვა გიმნაზიების თვითშემოქმედებითი გამოსვლები, რომლებსაც ქრისტეშობის სიხარული აერთიანებდათ. ზოგს მინი სპექტაკლი ჰქონდა წარმოდგენილი, ზოგს ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია, ზოგს საშობაო ზღაპარი. ყველა ძალზე საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო.
მხიარულად და შემოქმედებითად დამთავრდა ფესტივალის პირველი დღე. მონაწილენი მასპინძელთა ოჯახებში მიიწვიეს, სადაც უფრო დაუმეგობრდნენ თავიანთ თანატოლებს.
მეორე დღეს ჩვენი სკოლის დელეგაცია უფრო გაიზარდა. შემოგვიერთდა ვაჟთა გუნდი და სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე. მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ფოლადიშვილი. დადგა ჩვენი თვითშემოქმედების გამოსვლის დრო. გამოსვლის წინ, გიორგი ლაგურაშვილმა და ქეთევან სამხარაძემ, ფესტივალის მონაწილეებს მიულოცეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და საინტერესოდ მოუთხრეს ჩვენი სკოლის არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია. შემდეგ თედო ბექაურმა, დარმაზში, საპატიო სტუმრებს ჩვენი კონცერტის პროგრამა და მილოცვა მიართვა. სულგანაბული უსმენდა მსმენელი ვაჟთა ფოლკლორული გუნდის (ხელმძღვანელი:დავით შანიძე) შესრულებულ სიმღერებს, გოგონათა ფოლკლორული გუნდის (ხელძღვანელი:დალი დაბრუნდაშვილი) ქართულ–ხალხურ საკრავთა ჯგუფის (ხელმძღვანელები:მალხაზ ქოიავა და ალეკო ხიზანიშვილი) გამოსვლას, ტკბილ ქართულ მელოდიებს.ემოციურად იყო დატვირთული გასული წლის სატალევიზიო პროექტის „ნიჭიერის“ გამარჯვებულის, ჩვენი სკოლის მე–8 კლასის მოსწავლის ვანო ფიფიას გამოსვლა, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებთან ერთად გულშიჩამწვდომად შეასრულა „შენმა სურვილმა დამლია“.
გორიდან გორისცხიზე აუსვლელად წამოსვლა ალბათ მართებული არ იქნებოდა და ყველამ ერთად „დავლაშქრეთ“ ის. აღსანიშნავია, რომ ტრაპეზზე, სადაც ფესტივალის ყველა მონაწილე ერთად ვიყავით, მოსწავლეთა თვითშემოქმედება იქაც გაგრძელდა და ჩვენმა მოსწავლეებმა „მრავალჟამიერი“ შემოსძახეს, ბოლნისელებმა „ალილო“დააგუგუნეს და ყველამ კიდევ ერთხელ გაიზიარა ქრიტეშობის დღესასწაულის სიხარული.
ფესტივალის დახურვაზე, მასპინძლებმა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის, გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ლიტერატურულ–თეატრალური წარმოდგენა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე.
ფესტივალის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოგვესალმა სამთავისიისა და გორი ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, რომლის დიდ მადლს და სიყვარულს თითოეული ჩვენგანი გრძნობდა. ფესტივალის მონაწიილეებს წარმატებები უსურვა მეუფე იოანემ (გამრეკელი).
გამოცხადდა ხატვის კონკურის შედეგები, ყველა ნახატი ძალიან კარგად იყო შესრულებული. აუკეთესოდ კი აღიარებული იქნა ჩვენი სკოლის მე–9 კლასის მოსწავლის იაგო ნიკოლაძის ნახატი, რომელსაც გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.სამახსოვრო საჩუქარები გადაეცა კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს და მათ შორის ჩვენს მოსწავლეს:ქეთევან სამხარაძეს.
დახურვის ცერემონიალზე ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა და მასპინძლებს მოწვევისა და ფესტივალის შესანიშავი ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა ჩვენი სკოლა–პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ,რომელმაც მათ სიმბოლურად გადასცა წმიდა კეთილმსახურის,მეფე თამარის ხატი და ჩვენს ახალგაზრდობას თამარის ეპოქის მსგავსად გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
ფესტივალი დამთავრდა,მაგრამ წამოსვლა და ახლად შეძენილ მეგობრებთან დაშორება არავის უნდოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ფესტივალის მონაწილენი გულწფელად გაახარა ჩვენი სკოლის დელეგაციაში ვანო ფიფიას და თედო ბექაურის ხილვამ.მათ ყველგან ცნობდნენ,სითბოს გამოხატავდნენ,ხდებოდა მისამართების გაცვლა,სამახსოვრო სურათების გადაღება.
ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას,მასპინძელ სკოლას,მის დირექტორს მამა ბორისს,სკოლის ყველა პედაგოგს და ყველა იმ მოსწავლის ოჯახს,რომელებმაც დიდი სიყვარულით უმასპინძლა ჩვენს მოსწავლეებს.ჩვენი სკოლა–პანსიონის ყველა იმ პედაგოგს,იმ შრომისათის,რათა ჩვენი მოსწავლეები ღირსეულად წარმდგარიყვნენ გორის ფესტივალზე და უპირველესად დიდი მადლობა სკოლა პანისიონის დირექტორს დეკანოზს მირიან სამხარაძეს,ჩვენს სულიერ მოძღვარს,რომელმაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა საფესტივალო სიხარული და ყველანაირად შეგვიწყო ხელი ფესტივალში მონაწილეობისათვის.
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
მომავალ „გენეთლიამდე“...



      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      

      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ოქტომბერი 2014
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლუკა კირვალიძე
- ლუკა კირვალიძე
- მამუკა მჟავანაძე




























შემოსვლები
სულ: 148445 
დღეს: 57 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.