Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა

2011 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. პედაგოგიურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა დირექტორის მოადგილე ზოგადი განათლების დარგში მარიამ ანთაძე.
საბჭოს სხდომაზე მოსმენილი იქნა I-X კლასების საგნის მასწავლებელთა ანგარიშები 2011-2012 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე I-X კლასების დამრიგებელთა და გახანგრძლივებული ჯგუფების მასწავლებელთა ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ.
2011-2012 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგები წარმოადგინა მარიამ ანთაძემ. მოხსენებაში დეტალურად და ამავდროულად კვალიფიციურად იქნა მიმოხილული პირველ სემესტრში გაწეული მუშაობა და ყურადღება გამახვილდა სამომავლო ამოცანებზე.
პედაგოგიური საბჭოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ერთი როგორც წარმატებული, ასევე ნაკლებად წარმატებული მოსწავლის საქმიანობა. მოსწავლეთა აღმზრდელობითი კუთხით გაწეული მუშაობა.
მიმოხილული იქნა განცხადებები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შემოსული ახალი წინადადებები.
სიტყვით გამოვიდა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც პედაგოგებს წარუდგინა სკოლა-პანსიონის დებულებაში შესატანი ცვლილებები, რომელიც განხილულ იქნა დეტალურად და პედაგოგიური საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. მამა მირიანმა პედაგოგებს კიდევ ერთხელ მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და მადლობა გადაუხადა მათ ღირსეული და ერთობლივი თანამშრომლობისათვის.
პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლა-პანსიონის ხარისხის მართვის სამსახური უფროსი მარინა გოგოლაძე და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
29 დეკემბერს ასევე გაიმართა სკოლა-პანსიონის პანსიონური მომსახურების აღმზრდელ-პედაგოგთა შეკრება, სადაც განხილული იქნა პანსიონში პირველი სემესტრის შედეგები, პანსიონში მცხოვრები თითოეული მოსწავლის სწავლისა და დასვენების პირობები. კრებას ესწრებოდა სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი ნანა ანთაძე.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!



      



უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613860 
დღეს: 213 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.