Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საზეიმოს გაიხსნა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

2018 წლის 4 ივნისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია თექის, ხის მხატვრული დამუშავების, ეროვნული სამოსის, ტიხრული მინანქრისა და ფერწერის ნამუშევრები. /პედაგოგები: ანა მაისურაძე, გიორგი ალუღიშვილი, რუსუდან არჯევანიძე, იოსებ ზანგალაძე, გაიოზ ზანდარაშვილი/

გამოფენის გახსნას მუსიკალურად აფორმებდნენ: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "არსიანი" - /ხელმძღვანელი დავით შანიძე/, ხალხურ საკრავთა ორკესტრი - /ხელმძღვანელები ალექსანდრე ხიზანიშვილი და მალხაზ ქოიავა/ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/

გამოფენა გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ვალიშვილმა, სიტყვებით გამოვიდნენ და მოსწავლეთა შემოქმედება შეაფასეს:, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც, ამასთანავე გაიხსენა აწ გარდაცვლილი, ფოლკლორის ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი ცისანა მარინდაშვილი, მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი /კაცია/, სკოლა-პანსიონის პროფესიული მიმართულების მენეჯერი კახაბერ ვარდუკაძე, საპატრიარქოს ქართველ მუსლიმებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სკოლა-პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა /ციცინო/ ანთაძე, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი, ცნობილი საოპერო მომღერალი მამუკა ლომიძე.
გამოფენას ესწრებოდნენ მოსწავლეეები და სტუდენტები, მათი მშობლები, სკოლა-პანსიონის დირექციის წარმომადგენლები; ზოგადი განათლების მენეჯერი მარიამ /მაყვალა/ ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, რუსუდან რევაზიშვილი, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი, დირექტორის თანაშემწე იოსებ აფაქიძე, პედაგოგები, თანამშრომლები, ცნობილი მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლუკა იასაღაშვილი
- ვალერი სიხუაშვილი
- ლუკა გოშაძე






























შემოსვლები
სულ: 604254 
დღეს: 227 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.