Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

თამარობა სკოლა-პანსიონში

2018 წლის 14 მაისს, წმიდა მეფე თამარის ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა სახალხო დღესასწაული "თამარობა". სკოლის ტერიტორიაზე მდებარე წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დილის 9 საათზე დაიწყო, რომელიც აღასრულა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, 12 საათზე მობრძანდა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი /დათუაშვილი/, რომელმაც მეფე თამარის სახელობის მშენებარე ტაძართან, ავჭალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის
სახელობის მონასტრის წინამძღვართან, დეკანოზ რევაზ სიხარულიძესთან და დეკანოზ მირიან სამხარაძესთან ერთად, წმიდა მეფის პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის შემდეგ მეუფე დანიელმა, სტუმრებთან ერთად ზოგადი სკოლის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და სახალხო ზეიმის ფარგლებში მოწყობილ, სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა კონცერტს დაესწრო.
კომცერტში მონაწილეობდნენ სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი /ხელმძღვანელი დავით შანიძე/, გოგონათა ვოკალური ანსმბლი /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/, ხალხურ საკრავთა ორკესტრი /ხელმძღვანელები: ალექსანდრე ხიზანიშვილი და მალხაზ ქოიავა/, ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი", /ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე/., ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები.
სახალხო ზეიმზე მობრძანდნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს დღესასწაული მიულოცეს: სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტამა, პოეტმა დავით შემოქმედელმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჭელიძემ და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა. სახალხო ზეიმზე ჩამობრძანდა ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის, ჯუმბერ დიმიტრაძის ხელმძღვანელობით.





უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 577318 
დღეს: 382 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.