Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

2018 წლის 11-12 აპრილს ქ. ზუგდიდში, ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებები ღებულობდნენ მონაწილეობას.
ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია /დირექტორი მანანა ნაჭყებია/,
ფესტივალის პირველ დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც სკოლა-პანსიონის მოსწავლემ ნაზი შაინიძემ წარადგინა საინტერესო თემა - "ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული რეალიები".
ფესტივალის მეორე დღეს, ზუგდიდის კულტურის ცეტრ "ოდიშში" გაიმართა
დასკვნითი საფესტივალო კონცერტი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის 30 ზე მეტმა საპატრიარქოს გიმნაზიამ მიიღო მონაწილეობა.
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ამჯერად წარმოადგინა სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/ და ხალხურ საკრავთა ორკესტრის /ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა/ შემოქმედება.
მხატვრების კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელმა ნინო გოგოჭურმა, რომელმაც შეასრულა საინტერესო ნახატი ვეფხისტყაოსნის მოტივებზე.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო იმით, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ფესტივალი შეაჯამა და მონაწილეებს საჩუქრები გადასცა ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმემ /შარაშენიძე/. და აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელმა როინ საჯაიამ.





უკან დაბრუნება









კალენდარი
დეკემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ნინო სეთურიძე






























შემოსვლები
სულ: 619321 
დღეს: 76 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.